ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2015


სახლი

მე მინდა მქონდეს სახლი,
სახლი მზეზე რომ თბება.
თეთრი,ოვალი სახით
ფიჭვისნაირი თმებით.
მე მეყოლება ძაღლი,
ხშირბეწვიანი,დინჯი.
მოჩანს მდინარის გაღმა
ცისფერი მთები მიჯრით...
და ეზო,კარმიდამო
თოვლი_მუხლამდე ზომით.
შიშველი ამინდები,
უამინდობის ზოლი.
მე მინდა მქონდეს სახლი
საფოსტო ყუთით კართან
მე მინდა მქონდეს სახლი
მე მინდა ვყავდე ჩემს სახლს.
...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები