ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2015


ემიგრანტი

დადიხარ მარტო,მარტო დადიხარ,
ტკივილმა უკვე დაკარგა გემო,
შენ, ხომ შეშლილი ემიგრანტი ხარ,
და შენი გზაა იმდენად გრძელი,
რომ დასრულება არ უწერია,
ფიქრობ,თუ როგორ მოიკლა თავი,
მთელი პლანეტა სევდისფერია,
და შენ გაწუხებს იმდენად მწვავე
შიზოფრენია,რომ ვეღარ არკვევ,
სად დაასრულო შენი ფიქრები,
შიმშილით დაღლილ,ცოფიან ძაღლებს,
ვერ გაუგიათ საით მიჰქრიან-
ქარები-მთვარეს უწყებენ ყეფას,
ხოლო შენ მხოლოდ ეს მთვარე გართობს,
ახლა ხარ მონა,ერთ დროს კი მეფე
იყავი,რანგან ლექსების გარდა
სხვა არაფერი არ გადარდებდა,
ახლა ოცნება გადაიმტერე,
უკვე გაშინებს-როცა ღამდება,
შენ აღარ გინდა,რომ კვლავ იმღერო.
და ხარ ყველასგან დავიწყებული,
შენ,მარტოსული ემიგრანტი ხარ!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები