ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 დეკემბერი, 2008


ფულზე გაყიდული სარწმუნოება

  ქრისტიანობა - ყველაზე ძვირფასი ქართველი ერისთვის. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც სარწმუნოება სისხლის ფასად შეინარჩუნა.
  ის, რომ შევძელით, საუკუნეების მანძილზე არ დაგვეკარგა რწმენა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი წინაპრების დამსახურებაა, რომელთაც თავი დადეს ქრისტიანობისათვის. ყველაზე ძნელ დროს ეკლესია იყო ქართველი ხალხის საყრდენი, ომის დროს უფლის რწმენა აძლევდა ძალას ერს. ის იყო ქვეყნის ნუგეში. ვერანაირმა სიმდიდრემ ვერ ააღებინა ქართველ ხალხს ხელი სარწმუნოებაზე. ეხლა კი რა დაგვემართა?
  შეიქმნა სექტები და რაც ყველაზე საშინელებაა, მათ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ისინი ფულის სანაცვლოდ  უარყოფენ ქრისტიანობას და ხდებიან სექტანტები, ისე, რომ ვერც აცნობიერებენ თავიანთ საქციელს, ვერც ახალ სარწმუნოებაში გარკვეულან. მხოლოდ ის იციან, რომ ახალ რწმენას გასამრჯელოც კარგი მოჰყვება. სავსე მუცლებით სხვებსაც მოუწოდებენ ცოდვისკენ. მერე რა? სამაგიეროდ კარგად ცხოვრობენ, რაში ადარდებთ რა ელით სიკვდილის შემდეგ?!
  მათ ფულის სიყვარულს კუჭის სიყვარული ანაცვალეს და არც ფიქრობენ იმაზე, როგორ ეწამა ქრისტე მათთვის. არ უნდათ უარი თქვან ფუფუნებაზე, თუნდაც გაუძლონ დუხჭირ ცხოვრებას. ავიწყდებათ, რომ მათი კეთილდღეობისათვის იესომ ამდენ ტანჯვას გაუძლო. ანდა როგორ შეიძლება ხორციელი სიმდიდრე სულიერ სიმდიდრეს ანაცვალო?!
  რამდენად ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ის სასწაულები, რომელთაც უფალი ახდენს და იწამო გამონაგონი “ჭეშმარიტი ღმერთი“, რომლისაც მხოლოდ იმიტომ გჯერა, რომ მან მატერიალური პირობები გაგიუმჯობესა.
    ნუ ჩავყრით წინაპართა შრომას წყალში, ნუ დავკარგავთ აქამდე მოტანილ სარწმუნოებას, ნუ გავხდებით ფულის მონები. ვიყოთ ღირსეული შთამომავლები ჩვენი წინაპრებისთვის და ღირსეული წინაპრები ჩვენი შთამომავლობისთვის. უფლება არ მივცეთ ჩვენი ერის დასაქუცმაცებლად შემოსულ სექტებს, წარსული დაგვიკარგონ და მომავალზე უარი გვათქმევინონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები