"კარგად უნდა ვიყოთ, გოგო!" (ლია ლიქოკელი)
აღარ მინდა ამდენი ოჯახისქალობა, ქვაბების ორთქლში გამოყვანა, სარეცხის ქარში გაფრიალება. აღარ მინდა. მინდა, თავი მოვიმკვდარუნო. დასავლეთის მხარეს რომ ოთახია, იქ დავიდო დროებით ბინა. თავი სულ არაფერზე, ან ერთ-ორ წიგნზე მაინც დავდო (როგორც იციან ხოლმე). მთავარია, აღმოსავლეთს ვუყურებდე, მზის ამოსვლა რომ არ გამომეპაროს. თან ცალი თვალი კარისკენ მქონდეს. იქნებ, ვინმე უცხომაც შემოიაროს. აბა, ნაცნობები ისედაც მოვლენ. მთავარია, იჩურჩულონ... მეცინება, სერიოზულ სახეებს რომ ვხედავ. ვერ ხვდებიან, აქვე რომ ვარ. ჯერ არსად წავსულვარ. ახლა დაიწყება გულის გამაწვრილებელი კითხვები, რა მომივიდა? ხომ არაფერმა შემაშინა? ან შხამიანი სოკო ხომ არ მიჭამია? გუშინ ამ დროს საყიდლებზე არ ვიყავი? მეზობელსაც დავუნახივარ, საძინებელი ოთახის ფანჯრებს ცხრა პირ ტყავს რომ ვაძრობდი და ჯერ ისევ სველ ფარდებს იმავე დღესვე ვკიდებდი სახრჩობელაზე. ის კი აღარ იციან (მაგრამ წარმოიდგენენ, რა უნდა) იატაკს რომ ვხეხავდი გაქაფული. მაინც ვერ გავაშორე დინოზავრის ნაფეხურები. ტყუილად ვიწვალე... სად წავიღო ახლა ეს დალაგებული დღეები_ თეთრი სახლ-კარი? საგულდაგულოდ დაგვილი ეზო-გარემო_ ნაცრისფერი საღამოები. სხვა გარემოებებსაც თუ გავითვალისწინებთ, არაფერში მჭირდება. იქ მაინც ახალს ამიშენებენ, ყვავილების ბაღსაც გამიშენებენ. სადილსაც გამზადებულს მომართმევენ და ვახშამსაც. ქმარი ფეხებსაც კი დამბანს (წყალ-წყალა ღვინით, ალბათ). მთავარია, ეს ყველაფერი შევიფერო. თავი არ გავთქვა. არ უნდა გამეცინოს. მოხარშული კვერცხის ჭამაშიც უნდა ვიმეცადინო. იქნებ, აღდგომამდე როგორმე შევიყვარო. "პასქა" ისედაც მიყვარს. მაგასთან ჭიდილში, ვიცი, არ დავმარცხდები, მაგრამ მთლად უკეთესი, თუ ბევრი ქიშმიშით იქნება. ოღონდ ეს უკანასკნელი აუცილებლად ქარვისფერი უნდა იყოს. აი, ისეთი, სულთნის ქიშმიშს რომ ეძახიან (იქ მაინც ვიცხოვრო ზღაპრულად, აღმოსავლურ წიგნებში როა, ისე, დაახლოებით). არა, რა ქიშმიში და რა ქარვისფერი! ჩემ შვილებს შავი, ცოცხალი ყურძენი ურჩევნიათ. ყველანაირი სხვა ჩირი ხოჭო გონიათ... ბავშვები არავინ შემიშინოს. სულ უბრალო "პასქები" დააცხვეთ, ანდა, სულ ნუ დააცხობთ. ჯერ რა დროს აღდგომაა? ჯერ ამ ტახტიდან უნდა ავდგე! გადმოდგებიან ჩემი ბიჭები უკვე ბექობზე. მშივრები, ალბათ. დაღლილებიც იქნებიან. მე კი ჯერ ღუმელიც არ გამიხურებია. რა დროს ხალიჩა და ზღაპრული ცხოვრებაა? ანდა, დასაღლელად სად მცალია? მუხუდოს მარცვლებივით უნდა ვარჩიო უსახური დღეები მარგალიტის მთვარიანი ღამეებისგან. ღვია და ღანძილი, სულ ქანცგაცლილმა, ცეცხლის ალისგან ალანძულ ქვაბში ამოვაფინო. დაფნა და გვირგვინი მითიურ ღმერთებს დავურჩინო და თავზე, სანამ ჭერი ჩამომენგრევა, სანამ ქვითკირი მკერდს გადაიხსნის, იმ დედაბოძს, ჩემი სული რომ შეხიზვნია, სული ვუბერო, არ ჩამომექცეს, არ დამეღალოს ფეხზე დგომით. დილაობით უნდა შევძახო, დარდი მთებს იქით გადააგოროს, "კარგად უნდა იყო, კარგად უნდა იყო, გოგო!"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მადლობა, თათა.
მადლობა, თათა.
22. დასაწყისმა დამაბნია და რამდენჯერმე გადავიკითხე ფრაზა. გაგრძელება ძალიან ძალიან კარგი იყო. დასაწყისმა დამაბნია და რამდენჯერმე გადავიკითხე ფრაზა. გაგრძელება ძალიან ძალიან კარგი იყო.
21. jaden, დიდი მადლობა რჩევისთვის...თუ უშველის მსუბუქად ხელის შევლება, კი, მივუბრუნდები. :) ( ისე, ყველაზე ძნელი და თან რომ ვერ აცდები, ეგ არის ხოლმე). თავიდან მეწერა " ოჯახის ქალობა" და განსაზღვრების გამო შევცვალე, "ამდენი ოჯახი" გამოდიოდა. "აღარ მინდა"_ს "ამდენი" ბუნებრივად მოჰყვა წერის დროს და ასე გამოვიდა. მერე კი, ბევრი მოგროვდა ალბათ ერთად. გავამარტივებ... მადლობა, კიდევ ერთხელ და მიხარია და ვიცი, რომ იცი, რომ არ გიწყენ :)
მთვარე, დევი, მადლობა, თქვენ. jaden, დიდი მადლობა რჩევისთვის...თუ უშველის მსუბუქად ხელის შევლება, კი, მივუბრუნდები. :) ( ისე, ყველაზე ძნელი და თან რომ ვერ აცდები, ეგ არის ხოლმე). თავიდან მეწერა " ოჯახის ქალობა" და განსაზღვრების გამო შევცვალე, "ამდენი ოჯახი" გამოდიოდა. "აღარ მინდა"_ს "ამდენი" ბუნებრივად მოჰყვა წერის დროს და ასე გამოვიდა. მერე კი, ბევრი მოგროვდა ალბათ ერთად. გავამარტივებ... მადლობა, კიდევ ერთხელ და მიხარია და ვიცი, რომ იცი, რომ არ გიწყენ :)
მთვარე, დევი, მადლობა, თქვენ.
20. ავტორი: მაგდალენა ბეი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 თებერვალი, 2015
ავტორი: მაგდალენა ბეი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 თებერვალი, 2015
19. "- ქალები - აი ვინ არიან საზოგადოების ნამდვილი არქიტექტორები!" ჰარიეტ ბიჩერსტოუ +10 "- ქალები - აი ვინ არიან საზოგადოების ნამდვილი არქიტექტორები!" ჰარიეტ ბიჩერსტოუ +10
18. ვიცი, არ მიწყენ, თუ გეტყვი, რომ აქა-იქ მსუბუქად შევავლებდი ხელს, რაც უფრო გააიოლებდა წაკიტხვას, მაგ:
მომბეზრდა ამდენი ოჯახისქალობა -
რაღაც ასე დავიწყებდი ალბათ. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური ხედვაა მხოლოდ. მოგიკითხე :* ვიცი, არ მიწყენ, თუ გეტყვი, რომ აქა-იქ მსუბუქად შევავლებდი ხელს, რაც უფრო გააიოლებდა წაკიტხვას, მაგ:
მომბეზრდა ამდენი ოჯახისქალობა -
რაღაც ასე დავიწყებდი ალბათ. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური ხედვაა მხოლოდ. მოგიკითხე :*
17. დიდი მადლობა, ლუტეცია, ჭანანა :)
დიდი მადლობა, ლუტეცია, ჭანანა :)
16. ვაიმე რა რა კარგიაა...55555 გენაცვალე შენ მაგდალენა...:-* სულ ჩემ გულში იჯექი ამ ლექსით...რამდენჯერ მიფიქრია ის, რაც ასე ლამაზად გითქვამს...:-*
თავი მოვიმკვდარუნო... მთავარია აღმოსავლეთს ვუყურებდე... ვერ გავაცალე დინოზავრის ნაკვალევი... სად წავიღო დალაგებული დღეები...თეთრი სახლ-კარი... ბავშვები არავინ შემიშინოს....ამ ტახტიდან უნდა ავდგე...
საოცარია..ტყუპისცალებივით ვგავართ ქალები...დედები...:-*
ვაიმე რა რა კარგიაა...55555 გენაცვალე შენ მაგდალენა...:-* სულ ჩემ გულში იჯექი ამ ლექსით...რამდენჯერ მიფიქრია ის, რაც ასე ლამაზად გითქვამს...:-*
თავი მოვიმკვდარუნო... მთავარია აღმოსავლეთს ვუყურებდე... ვერ გავაცალე დინოზავრის ნაკვალევი... სად წავიღო დალაგებული დღეები...თეთრი სახლ-კარი... ბავშვები არავინ შემიშინოს....ამ ტახტიდან უნდა ავდგე...
საოცარია..ტყუპისცალებივით ვგავართ ქალები...დედები...:-*
15. 14. :) იქ, სადაც ჯანსაღი იუმორია, უხეშობასაც მოევლება... 14. :) იქ, სადაც ჯანსაღი იუმორია, უხეშობასაც მოევლება...
14. მადლობა ვალერის მე რა შუაში ვარ?)ისე კი გეთანხმები ძალიან უხეში კაცი ყოფილა... მადლობა ვალერის მე რა შუაში ვარ?)ისე კი გეთანხმები ძალიან უხეში კაცი ყოფილა...
12. მადლობა, ჩემო კარგო და ძვირფასო სტუმრებო. მეც მოგიკითხეთ და მიხარია, აქ რომ ვარ, თქვენთან ერთად... დეკადენტ, მოვაშორებდი, მაგრამ რაღა დარჩება? :) მადლობა რჩევისთვის, რომელიც ბრძანებას უფრო გავს.
მადლობა, ჩემო კარგო და ძვირფასო სტუმრებო. მეც მოგიკითხეთ და მიხარია, აქ რომ ვარ, თქვენთან ერთად... დეკადენტ, მოვაშორებდი, მაგრამ რაღა დარჩება? :) მადლობა რჩევისთვის, რომელიც ბრძანებას უფრო გავს.
11. "მოაშორეთ პროზის სული პოეზიას" "გრძნობდე ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ საგრძნობს ხდიდე და მით უმეტეს ლამაზად საგრძნობს" პოლ ვალერი "მოაშორეთ პროზის სული პოეზიას" "გრძნობდე ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ საგრძნობს ხდიდე და მით უმეტეს ლამაზად საგრძნობს" პოლ ვალერი
10. მშვენიერია. მშვენიერია.
9. ცოცხალი ტექსტია ცოცხალი ტექსტია
8. ახსნაგანმარტებითი ბარათი მომეწონა! ახსნაგანმარტებითი ბარათი მომეწონა!
6. არაუშავს:) 3 არაუშავს:) 3
5. ძალიან, ძალიან კარგია ! :) გამიხარდა თქვენი გამოჩენა. ძალიან, ძალიან კარგია ! :) გამიხარდა თქვენი გამოჩენა.
4. მაგდალენა მოგიკითხე...მომენატრე...
რა მაგარია.
5.
მაგდალენა მოგიკითხე...მომენატრე...
რა მაგარია.
5.
3. მადლობა, გულიანა, თოლია :)_"კარგად უნდა ვიყოთ, გოგო!" მადლობა, გულიანა, თოლია :)_"კარგად უნდა ვიყოთ, გოგო!"
2. დიახაც, კარგად უნდა იყო, გოგო!
ეს ლექს-განცხადება კი...უჰ, ძალიან!
დიახაც, კარგად უნდა იყო, გოგო!
ეს ლექს-განცხადება კი...უჰ, ძალიან!
1. რა დროს ხალიჩა და ზღაპრული ცხოვრებაა? ანდა, დასაღლელად სად მცალია? მუხუდოს მარცვლებივით უნდა ვარჩიო უსახური დღეები მარგალიტის მთვარიანი ღამეებისგან. ღვია და ღანძილი, სულ ქანცგაცლილმა, ცეცხლის ალისგან ალანძულ ქვაბში ამოვაფინო. დაფნა და გვირგვინი მითიურ ღმერთებს დავურჩინო და თავზე, სანამ ჭერი ჩამომენგრევა, სანამ ქვითკირი მკერდს გადაიხსნის, იმ დედაბოძს, ჩემი სული რომ შეხიზვნია, სული ვუბერო, არ ჩამომექცეს, არ დამეღალოს ფეხზე დგომით. დილაობით უნდა შევძახო, დარდი მთებს იქით გადააგოროს, "კარგად უნდა იყო, კარგად უნდა იყო, გოგო!"
ვერც აგიხსნი ახლა რა განვიცადე.... უსიტყვოდ დამტოვე... ბრავო! ++
რა დროს ხალიჩა და ზღაპრული ცხოვრებაა? ანდა, დასაღლელად სად მცალია? მუხუდოს მარცვლებივით უნდა ვარჩიო უსახური დღეები მარგალიტის მთვარიანი ღამეებისგან. ღვია და ღანძილი, სულ ქანცგაცლილმა, ცეცხლის ალისგან ალანძულ ქვაბში ამოვაფინო. დაფნა და გვირგვინი მითიურ ღმერთებს დავურჩინო და თავზე, სანამ ჭერი ჩამომენგრევა, სანამ ქვითკირი მკერდს გადაიხსნის, იმ დედაბოძს, ჩემი სული რომ შეხიზვნია, სული ვუბერო, არ ჩამომექცეს, არ დამეღალოს ფეხზე დგომით. დილაობით უნდა შევძახო, დარდი მთებს იქით გადააგოროს, "კარგად უნდა იყო, კარგად უნდა იყო, გოგო!"
ვერც აგიხსნი ახლა რა განვიცადე.... უსიტყვოდ დამტოვე... ბრავო! ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|