ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2015


განდევნა

სხვას არც არაფერს ველოდები გარდა ცუნამის,
ტკივილიც გამიასმაგდება ამის გამგონეს.
შენ შეგიძლია მოხვიდე და მითხრა თუ რამე...
სულ ორი სიტყვით, რომ აღმერთებ ვიცი ლაკონიზმს,

სხვას არც არაფერს ველოდები... ვიღებ ვინილის
ფირფიტას, რასაც ნემსის წვერზე დავატრიალებ,
შენ ჩემი მყუდრო სამოთხიდან განდევნილი ხარ,
უცხო მხარეში სიკვდილამდე სახეტიალოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები