ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2015


ბაბუ

ნაომარი კაცი იყო ბაბუა,
თვალებიდან ომის ცეცხლი მოჩანდა,
უმოქმედოდ დარჩენილი ფეხები
ხერხემალთან ნაღმის ნამსხვრევს მოგავდა.

ყოველ დილით იღვიძებდა სულ ადრე,
იღვიძებდა!? იქნებ სულ არ ეძინა,
ტკივილებმა წლებივით რომ უმატეს
ბაბუ შერჩა სოფელს მრავალწერტილად.

ყოველ დილით, .თვალებიდან თვალებში
სხივებს ვცვლიდით,ვსაუბრობდით ასე და
ბაბუ იჯდა ფანჯარასთან ყოველთვის,
და სველ დილას თითქოს თვითონ ანთებდა.

ომის ამბებს მოყვებოდა დროდადრო,
ძმის ნაჩუქარ ჯვარცმას ხელში მალავდა,
სიკვდილის წინ ნაჩუქარი უფალი,
სიკვდილამდე ედგა ბაბუს დარაჯად.

ბოლო წამებს თითები რომ ითვლიდნენ,
თავის ხელით ჩამომკიდა ჯვარცმა და
ამაცრემლა,ამომიწვა გულმკერდი
მისი ბოლო ამოსუნთქვით გამთბარმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს