ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2015


ხმაური

ხმაური,რომელიც წაგიშლის
სახიდან სევდიან განწყობას,
როგორაც კარგ წიგნში სანიშნე,
გეგმას რომ გეგმაზე აწყობენ.

ხმაური რომლითაც მოვედი_
გახარებ,ჩვევა მაქვს ასეთი.
ჩემი ხმა ყველაფერს მოედო_
ლამბაქი,მაგიდა,გაზეთი.

მიყურებ,ღიმილად იღვრები.
პირიქით ჩამოგვრჩა ცხოვრება.
მოდით,თუ ტემპით თუ სიმღერით,
პატარა ერთგული ცხოველი.

ხმაური,რომელიც წაგიშლის
სახიდან სევდიან განწყობას,
მოვედი.
.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები