ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2015


თუთიყუში

მოულოდნელად გადმომაგდო ქარმა ბუდიდან,
ასანთის ღერით რომ ვაშენე წლების მანძილზე,
ფრთებჩამომტვრეულს გზაც არ მქონდა, რის არჩევანი,

შემკრთალმა ფრთხილად გამატარე ბნელი უბანი,
მე ტკივილისგან ვიწექი და ვერ ვინძრეოდი,
რომ ყველაფერი შეიძლება - თვითგადარჩენის

ინსტიქტით, ვიცი, მითუმეტეს ასე - უდავოდ.
მაგრამ, სანამდე ვიქცეოდე განვლილ დღეებად,
მსურს შენი შვილის ხელისგულზე მომაგუნდავო.

რა ნაზია და რა საამო მისი თითები,
როგორც მიმქრალი გულისცემა ისე მეხება,
იქნებ გალიაც მომიძებნოს, როგორც თუთიყუშს,

და ძილად მისვლის ლოცვის ნაცვლად, ღამის ზღაპარი
შეუსვენებლად მომაყოლოს, ვიდრე ყურთამდე
გამოაღებდეს დილის სხივი ღამის დარაბებს,

ჩემს ნანახ სიზმარს იისფერი გადააფაროს,
დაუღალავად იბუტბუტოს დედის სახელი,
და ასე შენი სიყვარული დავიზეპირო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს