ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2015


ბოლო, დილამდე

როგორც ყოველთვის,
დღეს სიზმრებზე არ ვისაუბრებ,
უძილო ღამის ყველა ლანდი
უფრო ძვირფასი გახდა ბოლო დროს,
ჩემთვის ვინახავ,

იცი, მივდივარ
არაფერია ისე მშვიდი,
როგორც ჩემი ნაბიჯების ხმა.
მაცილებს შენი დახრილი მზერა,
არ არის ბოლო გზის, არც ტკივილის
და საუკუნო ხეტიალი,
აღთქმა,
რომელმაც
უფრო დამდო ვიდრე პირიქით

და როცა თოვლი დადნება მთებში,
მდინარეები წაიღებენ
ზამთრის ბოლო დარდს
მე მოვალ მწვანე ბალახების ნამის ხელებით
და სიმშვიდე, რომელსაც მოვიყვან
იქნება ლურჯი

და თეთრი დილა, სულ სხვა დილა არგათენების,
ჩემი უტანო ფეხები მიწას
ჩემი უტანო ხელები ცამდე
შენი უძილო თვალების ელდა

მე მოგიყვები ჩემს ბოლო
სიზმარს, შენ გაიღიმებ

მორიგ დილამდე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები