ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 მარტი, 2015


უილიამ ბლეიკი - მშვიდი ნაცრისფრით ცას ანათებს ოდეს რიჟრაჟი

უილიამ ბლეიკი - მშვიდი ნაცრისფრით ცას ანათებს ოდეს რიჟრაჟი

მშვიდი ნაცრისფრით ცას ანათებს ოდეს რიჟრაჟი,
ჩემი შავთვალა სატრფოსაკენ მაშინ ვისწრაფვი;
თავს შეაფარებს როს საღამო  მწუხრის ტალავერს,
დუმილის საათს ნაზი ოხვრა როცა დაარღვევს,
რეკს სოფლის ზარი, დროა უკვე ერთურთთან გაყრის,
ბნელდება არე, დავშორდები მიჯნურს მწუხარი.

სანუკვარ მხარეს, სადაც ჩემი შავთვალა მეტრფე,
მდუმარე ჩრდილქვეშ განშორების გამო ღვრის ცრემლებს,
მივაპყრობ მზერას; ნაღვლიანი მერე შინ წავალ,
ჩემს შავბედ ვარსკვლავს შევაჩვენებ და ვლოცავ ვარამს.

ხშირად, ზაფხული ხეთა შორის როს თვალს მინაბავს,
წაჩურჩულება მოუნდება ნიავს მძინართან,
სატრფოს სოფლისკენ ვეშურები და თუ მის გვერდით,
თვალს მოვკრავ ჭაბუკს ამაყ მზერით, ნაპარავ ლხენით,
ხვედრით მწუხარი, შევაჩვენებ ჩემს ბედის ვარსკვლავს,
მიუწვდომელი სატრფო ძლიერ რომ შემაყვარა. 

თუკი მიჯნური მიღალატებს და სხვაში გამცვლის,
გაშმაგებული მოვუსწრაფებ სიცოცხლეს რაყიფს;
გზააბნეული უკუვაგდებ ბედნიერ მერმისს,
წყნარად  მოვკვდები  და არავის ვემახსოვრები.

4 მარტი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.bartleby.com/235/15.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები