ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თთ
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2015


''მე''-ს სიღრმეებში

იჯდა სახელდახელოდ აგებულ,დამპალი ხის ქოხმახში.ურიცხვი წვიმისაგან ნატყვიარი კედლების ყოველი ჭუჭრუტანიდან იჭრებოდა მარტივით ცვალებადი ხასიათები.
''უთვისტომო''-ს ყოველდღიურობა მოგაგონებდათ ობიან პურს,საცაა ჩიტებს რომ დაუყრიან საკენკად.
დღესასწაულებზე უბოროტო თვალებს დროებით შორდებოდა საუკუნო სევდა.
ცხოვრობდა წელიწადის ორ სეზონთან-პირქუშ ზამთართან და ცრუპენტელა გაზაფხულთან ერთად.
მეგობრობდა მუზასთან.
ანდერძივით ინახავდა გულს მოწყვეტილ შემთხვევებს.
ოცნებობდა მეორედ დაბადებაზე.
ყელს მობჯენილი საჭმელივით აწვალებდა ტიკინა თოჯინასავით მოთამაშე მიმიკები.
-როგორ ხარ?!
მჭექარე ხმამ გამოაფხიზლა. ადიდებული მდინარესავით აწყლიანებულმა სახემ გვერდი იცვალა.
-კარგად!
უღიმღამო სიფრთხილით შეისწორა საბანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები