ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2015


ქვრივს


ნამცეცებით აპურებენ ჩიტებს,
აივანზე
ერთი ძველი სახლის,
შენი ორი კაფანდარა გოგო,
"მისეული"
ფიქრიანი სახის.
უფროსს მტრედი დააფრინდა მხარზე,
და უმცროსზე შეაჩერა მზერა...
. . . . . . . .
ახლა-
სწორედ ისეთია კადრი,
როცა-
სულის უკვდავება გჯერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს