ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2015


მე და შენ



ბედი  და  იღბალი  სამყაროს  განუდგნენ.
უნდათ ,რომ  სხვა  და  სხვა  თამაშით  გაერთონ.
მე  და  შენ  ერთმანეთს  რა  კარგად  გავუგეთ,
მე  და  შენ  რამდენი  გვქონია  საერთო.

მომავალს    გრძნობების  მზეები  უნთია.
ყველაფერს  თანდათან    დავარქმევთ  სახელებს.
ახალი  დღეების  ყოველი    წუთია,
ყოველი  საათი  შენ  თავს  რომ  მახსენებს.

წლებმა  და  დღეებმა  საზომი  დაკარგა.
სიყვარულს  ვამბობთ  და  იღბალი  გვისურვეს.
ვატყობთ  რომ  სათქმელი  გროვდება  კი,მაგრამ
სიჩუმით    შევავსებთ  გრძნობების  დღიურებს.

ერთმანეთს  ვავსებთ    და  ქარები  გაჩუმდნენ,
ყველაფერს    გრძნობების  ზეიმი  დაერთო.
მე  და  შენ  ერთმანეთს  რა  კარგად  გავუგეთ,
მე  და  შენ  რამდენი  გვქონია  საერთო.
                         
                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები