ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2015


თოვლის ჯიქების საძმოში გაღრენილი

ეს უნიათოები:) თვით ღვთის უარყოფის ძალითაც კი ვერ მჯობნიან..."
                                                          სოლოვიოვი

                 

ნახე ეხლა მეც სხვებივით შენს წინ აღვდექ
ჩემს ბორკილში ვადნობ ღმერთო მე შენს იძვრისს
თურმე შენთან მოჩხუბარიც ქვაზე მადლს დებს
თურმე შენთან მოჯანყეშიც სათნოდ იძვრი
თურმე შენმა მაწყევარმაც კეთილ იღო
შენს წმინდანს კი კვლავ საცეცხლურს მიაწვდიან
რადგან ღმერთში შემტერებულ კაცის მიღმა
ღმერთკაცური მეგობრობის წყვდიადია
მიწის მტვერში შეაზრებულ სულის ქარდუხს
ქედს ვუდრეკდი როგორც კუროს აიეტი
რადგან აზრთა შეარსების ხარკის გარდა
თავად ხარკის სიყვარულის სასჯელს ვჭვრეტდი
მისჯილ ძღვენში ვინ იცნობდა მოძღვნილ სასჯელს?!
ასე ვსაჯე ბჭე ვუმტვრიე მამის აზგარდს
მაგრამ მაინც მამის მარჯვნით უნდა დავდგე
როგორც ჩემი მოდგმის ყველა ჯიქი დადგა
ნახე ღმერთო...


8 მარტს გილოცავთ ქალბატონებო:)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს