ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2015


ე დ ე მ ი ა რ ი ს ე ს ს ა ქ ა რ თ ვ ელ ო

                ე დ ე მ ი    ა რ ი ს  ე ს    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

თუკი,  იმედი  გახლავს ,  უსიტყვო,
თუ,  არ  გღალატობს,  არსად  მიზანი,
თანამგზავრად  გყავს, თუ  ერთგულება,
ცხოვრების ნავსი,  სწორედ , იცანი.

თუ,  თვალს  ახარებს,  ვარდები  ისევ,
გორის  წვერს,  თუკი,  მზეც  იწვერება,
თუკი,  ტკივილებს,  რაღაცით  ივსებ,
თან  გულში,  ლექსიც,  კვლავ  იწერება.

მზე , თუ  უნიშნავს,  პაემანს  მერცხალს,
თუ,  ისევ  ყვავის,  ნუში  გაზაფხულს,
თუ,  გულში  ხარობს,  თან  სიყვარული,
თუ,  მიწის  სუნი,  უდის,  ისევ  ხნულს.

ჩვენი  ცა,  ისევ,  ივსება    სხივით.
თეთრი  ღრუბლები,  ჩნდება  ხანდახან.
ქართული  გენი  ზეობს,  ზეიმობს,
მტრედები  ფრენენ,  მხოლოდ  ბან-დაბან.

ქარი  ნიავად,  იქმნება  შენთვის,
არ  უშინდები,  მარტის  ნასესხებს,
ირგვლივ,  ხალისით,  ყვავის  გარემო,
დარდს  უფალიც  კი,  აღარ  გასესხებს.

მითხარ-  ეს  არის, ის,  რაც  ინატრე,
ედემი  არის,  ხომ,  საქართველო,
მოდი  სულ  ახლოს, სულ  ახლოს მოდი,
სიზმრად  ნახულო,  დროვ  სანატრელო.

და  ახლაც,    მარტის  შუარიცხვებში,
ხანდახან  წვეთავს,  წვიმის  წვეთები.
მე,  ისევ  ისე , გაღმერთებ  ახლაც,
და  ღობე-ყორეს,  შენთვის  ვედები.
                                               



ეს  ლექსი,1-ლი  კუპლეტიდან,  5-ე  კუპლეტამდე,  როგორც  იკითხება  ზემოდან  ქვემოთ,  ისევ  ისე  იკითხება  ქვემოდან  ზემოთ  5-ე  კ უპეტიდანაც.  რითიც  ის  გამორჩეულია  სხვა  ლექსთაგან.
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები