ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბანერგესი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2015


"საიდუმლო სახე ეკლესიიისა"

როცა ფიქრები ყოველივე ცასთან ახლოა,
ზღვაც კი მოღელავს სიშრიდან უკიდეგანოდ,
მიეცით ნება, დე იდინოს თავისი ნებით,
ოღონდ არ დარჩეს დამარხული სულ სატიალოდ.

და მეც ტივზე ვარ, დაჩოქილი მივყავ დინაებას,
შორით არა ჩანს სანაპიროს თეთრი ხმაური,
ჩემი იმედი სასოება გულში მცირეა,
თუმცა ეს მცირეც, დაჟინებით ღელვას გაურბის.

ზღვის ზვირთები, ტივს დამცრობილს ეჯახებიან,
ლამობენ დანთქან თავის ბსკერზე შეუწყნარებლად,
შორს გავიხედე, ვეძებ ნაპირს იგი არა ჩანს,
მსურს გავახწიო, ზღვის ამ ღელვას დაუხმარებლად.

იგი ბორგდება ატალახებს, ლურჯ ზღვის დინებებს,
უფრო უმეტებს, დაჟინებით ღელავს გრიგალით,
საუცხოა ასეთ ქარში, წუმპაინ ზღვაში,
მე ფეხზე ვდგავარ, შევსებული ღვინის ფილაით.

მევსება ციდან, მაწვიმს მათოვს, წვიმაც ჩემია,
არ ვუშინდები ამ დამხობას თუნდაც წამიერს,
მჯერადა ვიცი ტივი გავა ზღვის სანაპიროს,
გარდაუვალად ქარიც ნელა ქრობას დაიწყებს.

ლაშა კარანაძე

(ქრისტიანულს სახისმეტყველებაში, ზღვის ტალღები შეესიტყვება ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, განსაცდელებს და ა.შ.  ნავი ეს ეკლესიაა, ღუზა იმედი, სანაპირო ცათა სასუფეველი, გადაცურული ზღვა – განვლილი ცხოვრება და ა.შ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები