ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2015


რაღაცნაირი ლექსი

რაღაცნაირი ამინდია, აი, ისეთი,
გაწვიმებისთვის ღრუბელს თავი რომ ვერ მოუბამს,
მე მინდა ვიდგე შემოდგომით გალეშილ მთებში
და შენ თვალებში გიყურებდე, ჩემთან მოუბარს.

რაღაცნაირი ღიმილია, სევდით აღსავსე,
ვეღარ გაარკვევ, საერთოდ თუ ღიმილი ეთქმის,
მე შემიძლია მხოლოდ შენი შეგრძნება ასე,
ტოლი ფოთლები უწვებიან ერთმანეთს ფერხთით.

რაღაცნაირი ფრაზებია, ვიცი, ამ ლექსშიც,
ოცნებით შეშლილ რეალობას ვერაფრით ვშველი,
მე მირჩევნია,  მოდიოდეს ზეციდან თქეში,
ოღონდ შენ ხელში გქონდეს ჩემი მცივანი ხელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები