ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2015


ა ქ, მხოლოდ, ქოხმახს ვაშენებ, ჩ ე მ თ ვ ი ს


ა ქ,  მხოლოდ,  ქოხმახს  ვაშენებ,    ჩ ე მ თ ვ ი ს

მე  მხოლოდ,  ქოხმახს  ვაშენებ  ჩემთვის,
ასე,  ამგვარად,  სიტყვებით  ერთობ.
და  თუ  რაიმე  შევცოდე,  ამით, 
შენ  მაპატიე,  უფალო  ღმერთო.

გულის  ბგერებით,  ვაშენებ  ქოხმახს,
გულწრფელია  და  თან  გამჭვირვალე,
რამდენი  რამე,  იყო  გზადაგზა....
გული,  მაინც , ვერ გამოვიცვალე.

და  იყო  ისეც,  და  იყო  ასეც,
მზე  შორს  იყო  და  სულ  ახლოს  მთვარე.
გზა  ბევრი  იყო,  ბილიკიც  მდარე,
დარდიც  გზადაგზა  ვცვალე  და  ვცვალე.

ეს  გული,  გული,  გული,  კი,  მაინც,
ვერა  და  ვერა,  ვერ  შევიცვალე.
მზეც,  ისევ  მიყვარს,  სითბოთი,  როგორც,
მიწა  ქართული  და  ღამის  მთვარე.

მარტის  თვეა  და  თბილისში  ყვავის,
ნუშები  თეთრად,  წითურ  თვალებით,
აქ,  ზეცაც თითქოს,  მორთულა  ჩემთვის,,
დავითის  ჯვარი,  როგორც  ლალებით. 

ხოდა,  ამგვარად,  ნისლიან  გზებზე,
მძიმე  ტვირთი  მაქვს,  ვით  ავატარი,
თავს  ვიტყუებ  და  ვამბობ,  ვიჩქარი,
იქ,  სად,  არც  წვიმს  და  არც  არის,  ქარი.


 

                                         





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები