ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2015


ბორიო!

ჩრდილოეთის ცივო ქარო,
მინდა მოსვლით გამახარო,
დაუბერე მონდომებით,
გახსნილი მაქვს გულის კარი.
ვარჯი რომ ვერ გავიმაგრე,
ხომ არ არის შენი ბრალი?!
ფესვიანად რომც მომთხრიდე,
არ ვინატრო თბილი ქარი!
უსიტყვოდ ნუ ამომაგდებ,
ჩამომარცვლე "ანი-ბანი",
ეს თხოვნაა, არ იფიქრო,
თითქოს დაგდე რამე ვალი.
მზის ქვეშ მეც თვალნათლივ ვხედავ,
ამ მდელოზე მეც ვარ რახან,
ყველა შენი მეგობარი
შენი სიტყვით როგორ ხარობს.
ჩემთან რად დადუმებულხარ,
ჩრდილოეთის ცივო ქარო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები