ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2015


ანალიზი

არაფერია უკეთესი იმ ჩავლილ დღეზე,
ყველა მიზანს რომ მიაღწიე. იგრძენი. გაწვდი.
და საკუთარი თავისაგან საყრდენი ღერძი
გამოიყვანე.(უკეთესი აწი და აწი)
არამგონია, დღის დასასრულს ამაზე მშვიდად
შევხვდე, ვიცნობდე საკუთარ თავს ამაზე მეტად!
დავსრულდებოდე, წავიდოდე სადმე და ვიდრე,
მნიშვნელოვანი როლი ქონდეს ამ ყოველ დეტალს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები