გამარჯობა მეგობარო... მე ჯოკერ მეთოთხმეტე ვარ, მამაჩემი მეცამეტე იყო და ბაბუაჩემი მეთორმეტე. გაგიკვირდება და კედლიდან ცამეტი ჯოკერი არ მიყურებს. ვცხოვრობ ქალაქში სადაც ადრე წაგლეჯვა იყო, ახლა შეტენვაა. სად ჯოკერი და სად საქართველოო ნუ იტყვი, იყო დრო ჩემი მეზობელი ერეკლე ბათუმის კერასინკაზე ითბობდა, ბოდიში და ტრაკს. თვითონ მითხრა. მოდის ხოლმე ჩემთან ბანქოს ქაღალდი უჭირავს ხელში და ჯოკერი მეთამაშეო მეხვეწება. მე კარტს რანაირად მომიგებს, მარა თავხედია და რა ქნას. ჯოკერს ოთხი კაცი უნდა? იაპონურს ვთამაშობთ ბატონო. სულ წაგებული კი გადის ისე ჩემგან. ტყავს გაგაძრობო და მათრახს გავიკეთებო მემუქრება. სანამ მაგი ტყავს გამაძრობს, მანამდე კი ვჭამ აგერ მოგებულ ჩხირებს. გუშინ ეკლესიაში სანთლები დავანთე. გუშინწინ ერთმა ჩახედულმა კაცმა მითხრა, კაცის პორტრეტი, რომელსაც მთელი ცხოვრება, გულის ჯიბით ვატარებ ავგაროზად, ვინმე ალექსანდრე ნეველის ყოფილა. დღეს კი შენ გიპოვე და უღრმესი მადლობა ღმერთს... და კიდევ დიდი მადლობა, რომ ასეთად გამაჩინა. რატომ იცი? იმიტო, რო ქე რო მაგარი ხალხი არიან, ქე რო ძაან მაგარი ხალხი არიან, იმათ ჩემი მისვლა უფრო უხარიათ ვიდრე სტუმრის. სტუმრობაზე გამახსენდა ამ ერეკლეს ცოლი ყავს, აუ... კიბეებზე რო ჩამოსხდებიან, ავუვლი, ჩავუვლი, ავუვლი, ჩავუვლი ბიჯო, რა ძუძუები აქ. ერეკლე ახლა მეფეა ტუზიც არაა და მინდა რო ცოლის მზერა დავიჭირო და ვანიშნო ჯოკერი ვარ მე და შემიძლია ყველაფერი, მარა არაფერი გამომდის. ნუ გაგეცინება, მე კიდე რა ვარ მამაჩემი და ბაბუაჩემი მთლად ,,კოზირების მტრები" ყოფილან. ქალები ხო იცი რა სულელებიც არიან? ცრემლებით აქვს სავსე თვალები და მარილიან ჩხირებს აჭმევს მის ქმარს. პრინციპები და თავმოყვარეობა მეც მაქვს, დამაა და ხო არ მოვჯოკრავ, მაგათთან მარტო ქვევიდან... ისე რაღა დაგიმალო და ეს ტუზები ნერვებს მიშლიან, დადიან გაბღენძილები და ყველა მოკრძალებულად ექცევათ. იმ დღეს ერთს თავში, რო ვრეკე დამიჭირეს. ავუხსენი ჩვენ ჯოკრები მაგისთვის ვარსებობთ, რომ ასეთ თავხედ კიკოებს მუსრი გავავლოთ მეთქი. შემოიყვანეს ტუზი გახეთქილი თავით, მოჰყვა მეფე, მოჰყვა ქალი და მე ერთი რას გავაწყობდი, გაიტანეს თავისი. აი შენ ხომ კარგად იცი, ათიანის მერე ხომ ყველა ადამიანები ვართ, ტუზები ჩვენს შორის რას აკეთებენ? ეგენი ხომ ადამიანები არ არიან? რევოლუციის დედა რომ ვატირე, ჰქონდათ მაგათ თავისი ადგილი. რას იზამ, დრო იცვლება, რევოლუცია ყველასთვის ცუდის კარგით შეცვლა როდია. ტყუილა ამბობენ დრო კარგი მასწავლებელიაო. ცუდია. ყოველთვის მაშინ გვასწავლის, როცა გვიანაა... ჩემ ქალაქზე რა გითხრა... ისე გაკეთდა ჩემი ქალაქი, ჯოკერი მორჩა. თავს მაინც ვიმშვიდებ, ჩემო მეგობარო, წინ იმდენი დარიგებაა... დღეს დილით ერეკლე შემოვიდა ისევ ჩემთან. აწი ლირი დამიძახეო მითხრა, ერეკლე აღარ ვარო. ამას მე მასხარა ვგონივარ. ერთ ბედნიერ დღეს გამეფებული მეფეების არ მწამს. წააგო კიდევ და კიდევ შემპირდა გატყავებას. მე დარწმუნებული ვარ შენ ძალიან განათლებული იქნები. მიყვარს განათლებული ხალხი. ვგიჟდები მათთან საუბარზე. ახლა კი ვფიქრობ, ნეტა რაც კარტის თამაშში დრო ვხარჯე, წიგნების ფურცვლაში მაინც მეხარჯათქო, თუ კითხვაში არა... ეს ერეკლე კიდევ იცი რანაირია? აი რომ ხედავ კაცს, განათლებულია, მაგარი ნასწავლია, რომ ეტყობა შენზე მეტი რომ იცის და მაინც რომ არ გევასება რა. ყველა ხო მაგრად გევასება, მაგრამ ეს იმნაირად განათლებულია, რომ მაგრად არა რა. მარა შენ რას გიხსნი, ჩემზე კარგად გეცოდინება, მასეთები დედაქალაქში რომაა ისე უნდა. ჩემი ჰობი ფოკუსების კეთებაა. საყვარელი მსახიობი _ ჰიტ ლეჯერი. საყვარელი მუსიკოსი _ პიტერ კრისი. საყვარელი რიცხვი _ 54. საყვარელი არ მყავს... ერთი საათის წინ ფანჯარასთან სტუდენტები იდგნენ, სიგარეტი ვთხოვე, გამომკითხეს ვინ ხარო, რომ გაიგეს ერთმა მითხრა, შენ რადგან ქუთაისელი ხარ და ჯოკერი, შავი იქნებიო და გამიხარდა. თუ შავი ვარ ესე იგი წითელიც იქნება სადღაც. თბილისშიაო. მისამართიც მომცეს ასათიანის 10-ში ჩემო ძმაო, ისე გამიხარდა შენი არსებობა. იმედი მაქვს ამ წერილს რომ მიიღებ, მაშინვე მოიმარჯვებ ,,პასტა-ფურცელს“ და მომწერ. როგორ მინდა შენთან საუბარი ნეტავ იცოდე. დავიღალე უკვე იმ ნაპრალებზე ხტომით, რომლებიც ჩემსა და ხალხს შორის მხვდება. არავის უთხრა, ამ ბოლო დროს სიკვდილზე მეფიქრება. უფრო სწორად სიცოცხლეზე. დიდი ხანია უკვე ქაღალდს ვანიჭებ ისეთ აჩქარებას, კანის გასერვა რომ თავისუფლადშეუძლია. ჯოკრები ძალიან გულჩვილი ხალხი ვართ, რადგან არავის უნახავს ცრემლით აზელილ საღებავში მოთხვრილი ჩვენი სახე, ამიტომ არავინ დაფიქრებულა ამაზე. ფიქრი ნანახის შესახებ ხომ უფრო ადვილია... დარწმუნებული ვარ ჩემზე სიმპათიური იქნები და ბევრი დამა გეყოლება წაყვანილი ნეტარების ჩანჩქერთან. არ ვიცი დაკვირვებიხარ თუ არა, მაგრამ მაგ ჩანჩქერთან მისულ ქალებს განსაკუთრებულად უყვართ ხავსზე ჩაჭიდება, ვითომ ჩანჩქერის ქვეშ, ან პირდაპირ წყალში, ნაკლებ სასიამოვნო იყოს... ჩემო ძვირფასო წითელო ჯოკერო, ჩემო ტყუპისცალო, მე ვაცხადებ: ყველა შენი და შენი ქვეყნის მტერი,ყველა სიბინძურე რაშიც ცხოვრება და რისი კეთებაც გიწევს, ყველა წამალი და მედიკამენტი რომლებიც გაიძულებენ დაწვე, ცინიზმს და ნიჰილიზმს ამოფარებული ყველა კიკო_ტუზი, ყველა ჯავრი რაც გულზე გაწევს და სინანული მოუსწრებლის და დაგვიანებულის გამო, ყველა შენივე თავის ღალატი, უძილო უსიზმრო ღამეები და ტყუილად ლოდინი... ყვავმა წაიღოს! როგორც კი ამოვარდება, მაშინვე გამოვატან ამ წერილს ქარს. იმედი მაქვს მიიღებ და აუცილებლად მომწერ. ჩემი მისამართია ქ. ქუთაისი. ბარათაშვილის ქუჩა, ნომერი 101. სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი. .჻ აწ მარად შენი ერთგული, ჯოკერ მეთოთხმეტე შავი.
• * *
გამარჯობა, მეგობარო! გამიხარდა შენი წერილი. მართალი უთქვამთ სტუდენტებს, ვარსებობ, მაგრამ არა იქ, სადაც მათ გითხრეს, შეგნებულად არ ვწერ მისამართს, ქარმა იცის და მას გამოატანე ხოლმე. მე წითელი ჯოკერი ვარ, უფრო სწორად ხალხი მეძახის ასე. მე ვთვლი, რომ ბროწეულის ფერი ვარ. მამაჩემი ბროწეულის ყვავილის ფერი იყო, ბაბუაჩემი - ცის. მაქვს ბაბუაჩემის მოქსოვილი ფერადი ქუდი, მყავს თეთრი თაგვი, სახელად კაენი და საყვარელი, სახელად მარტა. მარტა ჩემი ტოლია. შავი თმა აქვს და მხოლოდ მარჯვენა მკერდი. როგორც მიხვდი, ამორძალი არ არის, უბრალოდ ხანდახან მებრძვის ხოლმე. როცა კაცები ვერ კაცობენ, ქალები გვებრძვიან. შენ კი იცი რა დასანანია დამის მოჯოკვრა, როცა ტუზებიც გეგულებიან. თაგვსაც და საყვარელსაც სახელები მე დავარქვი. კაენი იმიტომ, რომ პირველი თაგვია დედამიწაზე, რომელიც აკეთებს იმას, რაც არც ერთ თაგვს არ უქნია. ჩემს წამლებს ვაჭმევ. ხოდა ხანდახან მელაპარაკება ხოლმე. იმ კაენმაც ხომ პირველმა ჰქნა ის, რაც მანამდე არავის გაეკეთებინა. ჩემი მარტა გულია, უფრო სწორად ცარიელი გული. უკვე დიდი ხანია ერთად დავდივართ ნეტარების ჩანჩქერთან. მეუბნება, რომ ჩემს ტუჩებს ბროწეულის გემო აქვთ. ხანდახან მარტა რომ წავა ხოლმე, ჩემს კაენს გულზე დავისვამ და ვუსმენ, მიმტკიცებს რომ კაცის საასქესო ორგანოსა და ტვინს შორის არის უხილავი მილი, რომელიც ამავე გზით ტვინის ორგანიზმიდან გამოყოფას იწყებს ბევრი სექსის დროს. ჩვენ ხომ უბრალოდ კაცები არა ვართ, ჩვენ ჯოკრები ვართ, ამიტომაც უხილავი ხვრელების არ მეშინია. დაწესებულებაში სადაც მე ვარ, ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორიც შენთან, ამიტომ ამის მოყოლას არ დავიწყებ, მოგიყვები როგორ მოვხვდი აქ. დიდი ხნის წინ, როცა ერთი დამა შემიყვარდა, სისუსტე გამოვიჩინე და ის, რაც მე უნდა წამეღო, მას გავატანე. შედეგად ლოგინი მივიღე. მოკლედ ჯოკრებისთვის სიყვარული ლოგინით არ უნდა დამთავრდეს, თორემ ხიშტზე წამოგება არ აცდებათ. ამას კი ის შიში უწოდეს, რომლისგან დამალვაც თურმე მხოლოდ ამ შენობაში შეიძლება. მოკლედ იმ ავადსახსენებელი დღის შედეგ, ხიშტებისგან მიღებული ჭრილობები ახლაც მტკივა ღრუბლიან ამინდში. ასეთ დროს მარტა ნაიარევებზე მისვამს ენას და ჩემი კაენი აღმოსავლეთის ზღაპრებს მიყვება ძილისთვის. ამის გამო ორივე ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. თითქმის ყოველ ორშაბათს ნერგს ვრგავ ეზოში. ყოველ მეორე დღეს კი გამხმარი მხვდება. ახლა ორშაბათსაც უნდა დავრგო. ჯობია ათასჯერ დარგო და ყოველთვის გახმეს, ვიდრე არასდროს დარგო. მეც ვრგავ და მეორე დღეს ნაგავში ვაგდებ. დამღლელია სიახლის ძებნა, როცა ძველმოდური ხარ. ძველმოდურ ჯოკრებსაც ხომ გვაქვს უფლება, ენდორფინები გამოგვეყოს? ბედნიერი კიდევ, ჩემი აზრით, ცხოვრება მაშინაა, როცა იხსენებ. სრულიად შესაძლებელია აწმყო ბედნიერი გახდეს, თუ წარსულად გადაიქცევა. სიყვარულიც ხომ მოსაწყენია, როცა მხოლოდ სიყვარულია და მეტი არაფერი. არ მიყვარს მოწყენა. მე და მარტა არასდროს ვიწყენთ. ორივე დავსხდებით ხოლმე და კაენის ისტორიებზე ვტირით. ძალიან გთხოვ, დაიჯერე, რომ ჩემი თეთრი თაგვი ლაპარაკობს. ოდესმე პირადად გაგაცნობ და მაშინ ნახავ. გუშინ ისეთი რამ მოხდა, რაზეც მთელი დღეა თავს ვიმტვრევ. ვერც კაენი და ვერც მარტა დამეხმარნენ. მე და ჩემი საყვარელი ეზოში ბორდიურზე ვისხედით, მარტა მეუბნებოდა, რომ თურმე ადამიანები ნახევარ მთვარეს გვანან, როცა მარტოები არიან და სავსე მთვარეს,– როცა ვინმე შეუყვარდებათ. მერე გინდა თუ არა, ბადრის დაგიძახებო და მე გამოვუტყდი, რომ ნამდვილი ჯოკრები ჩვეულებრივი ადამიანები ვერასდროს გახდებიან, რადგანაც პეპელა არასდროს დათანხმდება მატლად გადაქცევას, რა ფრენის ეშხს შეიგრძნობს. ამაზე მარტა სიცილით მოკვდა. მითხრა, რომ ჭუპრში უფრო სიმყუდროვეა, ვიდრე ნებისმიერი ყვავილის ბუტკოზე. ამ საუბრის დროს ალუბლის ხეზე შაშვი შემოგვიჯდა. უსტვინა, იჭიკჭიკა, იგალობა და ვერაფერი ვიგრძენი საერთოდ. საღამოს, ვახშმად, შემწვარი შაშვი მქონდა. ვიგრძენი, რომ გავძეხი. ჩემო მეგობარო შავო ჯოკერო, იქნებ შენ მითხრა, ჩვეულებრივ ადამიანებს ხომ არ ვემსგავსები? ცხოვრება ისეთივე მოკლეა, როგორც ,,ცხრიანები” და ძალიან არ მინდა ,,მინუსებში” დამთავრდეს. ძალიან გამიხარდა, რომ გამოჩნდი. ახლა როცა უკვე ერთად ვართ, იქნებ მიუჩინონ თავის ადგილი შავ ,,შესტიორკებს”. მარტა მოვიდა, ამ ბოლო დროს მუცელი ტკივა ხოლმე. მაპატიე, იმას რომ ვერ ვწერ, რისი დაწერაც მინდა. გისურვებ გამარჯვებას მეფეებსა და კიკოებზე.
მუდამ შენი მეგობარი, ბროწეულისფერი ჯოკერი.
პს. მთავარია შენი ქალაქი გაკეთდა... ყველაფერი მორჩენილი ზედმეტი ბარგია, ჯოკერის გარდა.
• * *
ასეც ვიცოდი. არავინაა მარტო. მიუხედავად იმისა, რო ჩვენს ქალაქებს შორის კაი ხელა მანძილია, ვგრძნობ, რომ ჩემთან ხარ. ჩვენ გუშინ წინასაახალწლოდ მოვრთეთ ჩვენი ოთახები. საღამოს ექიმს მოვთხოვე, ბევრი ფერადი ბუშტი დაერიგებინა ჩვენთვის, იმდენი, რო ცა გაევსო და მათში გამოვლილი ფერადი მზის სხივებით განათებულ ქუთაისში დამდგარიყო ახალი წელი. ახლა არ შემიძლიაო. სამაგიეროდ შემპირდა, რომ მომავალ ახალ წელს აუცილებლად გვექნება უთვალავი ფერადი ბუშტი და ორმაგი ამიტრიპტილინის დოზაც გამიკეთა. ხვალ ახალი წელი მოვა, ჩემო მეგობარო, გარეთ კი ისეთი მზეა, ტყემლები ყვავიან. მეფე ლირი, რომელიც წინა საახალწლოდ ცინ ში ხუანდი გახდა, მიმტკიცებს, რომ ყველა ახალი წელი ყალბია, როცა ტყემლები ყვავიან. მერე ამაზე კარტი ვითამაშეთ. თუ მოგიგებ, მართალი ვიქნებიო... ხოდა არ არსებობენ ყალბი ახალი წლები, ჩემო მეგობარო, არსებობენ ყალბი ადამიანები ყალბი მორალით. ზუსტად ეგ ყალბი მორალია, ვირთხასავით რომ ცდილობს, მიეპაროს ჩემს მაჯებს და გადაღრღნას. გუშინ წინ ჩემს ექიმს ფონენდოსკოპი მოვპარე, საავადმყოფოდან გავიპარე და ძალიან ბევრ სახლს მივადე კედელზე. გული უჩერდება ჩემს ქალაქს ნელ-ნელა, ბროწეულისფერო, გული უჩერდება ისე, რომ არ აწუხებს. როგორც შობაა ახალ წლებს შორის, ისე გაეჩხირა წარსულსა და მომავალს შუა და ვეღარ გაუგია, წინ რომელია. ფერადი ბუშტებით გადავსებულ ცას და ფერად სხივებს იქნება გაექრო ამდენი ვირთხა_მორალი. რა ძვირფასია შენი კაენი, თაგვი რომაა და არა ვირთაგვა. წუხელ დამესიზმრა, თითქოს მწვანე სახურავისგან სილაგაწნული სპილენძიფერი გუმბათები მორიგეობით ხტებოდნენ ფერადი ხიდებიდან ისტორიაში, რომელიც სინამდვილეში ქალაქის ბოლოს მდებარე ნაგავსაყრელი იყო. გადავწყვიტე, აღარასოდეს გავიპარო კლინიკიდან და აღარც დავიძინო. თან მომბეზრდა შეცდომების გამოსწორება უფრო დიდი შეცდომებით. ცინ ში ხუანდის ცოლი აღარ აკითხავს, შესაბამისად მარილიანი ჩხირებიც გაქრა. კარტის თამაშმაც მუღამი დაკარგა თითქოს. არადა ახალი წელი მოდის. მოწყენას არ ვიტყობ, სხვას რომ არ ეწყინოს. ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა: არ არსებობს მარტო სიყვარული. ადამიანების გულები კი არსებობს სხვადასხვა მოცულობის. ერთი კვირის წინ ცინ შიმ კედელში ამოსული პატარა ბროწეული მოგლიჯა, კედელს არღვევსო. ახლა ფანჯრიდან ვხედავ, ისევ ამოუყრია. აყვავებული ტყემლების მაგივრად ფიფქებით დაფარული ხეებია. ისევ გავასწარი დროს. გული დამწყდა... მაინც თბილი ახალი წელია ჩვენთან. მარტას ლოყაზე აკოცე და უთხარი, ყველა ტკივილის საზღაური ბოლოს სიხარულია. კაენს უთხარი ოდესმე აუცილებლად გავიცნობ. მესმის რომ შეუძლებელია, მაგრამ მაინც ძალიან მინდა ქუთაისში მესტუმროთ. მოკლედ, როგორც ერთმა ჭკვიანმა თქვა, იცხოვრეთ ისე, როგორც ცხოვრობთ: კეთილად, უბოროტოდ, სიყვარულით და სიკვდილის მერე მოხვდებით ქუთაისში. ოპტიმიზმი ყველაზე რეალურია. ახალ წელს გილოცავთ! მარად შენი მეგობარი ჯოკერ მეთოთხმეტე შავი. • * *
გამარჯობა მეგობარო... ჩემო სულისმიერო ძმაო. როგორც ჩანს ჩვენი ბედია, ერთიანებით დავიწყოთ და ერთმავე დავამთავროთ, ეს არც ისე აზარტული თამაში, რომელიც ასე ტკბილია უბრალო ხალხისთვის. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია ჯოკერ მეთოთხმეტევ. ყველა დარიგება არიეს. ღმერთმა ჩაიწყო. ერთი თვის წინ, ორშაბათს თოვდა, მე და მარტა ეზოში ხეს ვრგავდით, მარტამ აიჩემა გინდა თუ არა ალუჩა დავრგოთო. ყინულივით ცივი მიწა სულ თითებით გაუფხვიერა და მიაყარა ფესვებზე, მე სანიტარს ვთხოვე და ერთი ჭიქა თბილი ჩაით მოვრწყე. მერე ერთხანს ვუყურეთ მე და მარტამ ჩვენს დარგულ ხეს და მარტამ თქვა მუცელი ამტკივდაო, მე ვაკოცე, ხუთ წუთში ჩაიცუცქა ხელები მუცელზე მოიჭირა და ისე თქვა მუცელი მტკივაო, მეც ჩავიცუცქე მუცელზე ხელები შემოვიჭირე მარტასებურად და ახლა უფრო ნელა და ხანგრძლივად ვაკოცე. ასე ვიყავით ერთხანს ჩაცუცქულები და ახალდარგულ ალუჩას ვუყურებდით, ტკივილები წამოუვლიდა თუ არა ტუჩებს გამომიწევდა ხოლმე, ზუსტად იმ პოზაში წაიქცა როგორაც ჩაცუცქული იყო. მეც მივბაძე და ახლა მისი ამონასუნთქი პირდაპირ ზედა ტუჩზე მხვდებოდა. ,,მარტა.." ვუთხარი მე. ,,მტკივა" მითხრა მან. მე მის ტუჩებს დავეწაფე. გაეღიმა. ,,მატყუებ” ვთქვი და მეც გავიღიმე. ,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები” მითხრა. ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” ვუთხარი მე. ,,ახლა მართლა მტკივა" თქვა და გაფითრებულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. ის იყო მისი ცივ ტუჩებს შევეხე, კივილი ატყდა უკნიდან,თავზე რამოდენიმე ექთანი და სანიტარი წამოგვადგა. ისე გამომათრიეს, ტკივილის გაყუჩებაც ვერ მოვუსწარი. ,,ტკივა” ვყვიროდი... ,,მაცადეთ” ფეხებს ვიქნევდი. თან მარტას თვალს არ ვაშორებდი. არ განძრეულა, შევხედე როგორ მოარბენინეს საკაცე და შენობაში შეიყვანეს. მე აბები პირში ძალით ჩამტენეს და პალატაში ჩამკეტეს. თვალს მოეფარნენ თუ არა ყველა აბი იატაკზე გადმოვაფურთხე. უცებ კაენი გამოძვრა საწოლს ქვემოდან და ჭამა დაიწყო. ცოტა დავმშვიდდი. ჩემი კაენი უღალატოა. გაძვრა, საათნახევრით დაიკარგა. ფანჯრის გისოსებს იქით თოვდა ბროწეულისფრად, მოჩანდა თოვლში ბროწეულისფერი აგურის ეკლესია, რომლის გუმბათზე, ბროწეულისფერ ჯვარზე, ბროწეულისფერი ყვავი ჩხაოდა. მოკვდა ჩემი ბროწეულისფერი გული რომელიც მარტაში ცემდა. ასეთი ამბავი მომიტანა კაენმა. მოვგლიჯე რკინის სკამი, რომელიც იატაკზე იყო მირჩილული და კარს მანამ ვურტყი სანამ არ გაინგრა. ხმაურზე ღიპიანი სანიტრები მოძუნძულებდნენ, ერთს ბეჭში მოვახვედრე სკამი, მეორე დამეტაკა და გადამაქცია, მისი ბიბილო კბილებში მოვიგდე და მანამ ვღეჭე, სანამ ვიღაცის მუჭი პირდაპირ ნიკაპში არ მომხვდა და გონება არ დამაკარგვინა. ერთი თვე უფანჯრო ოთახში ჩამკეტეს, არავინ შემოდიოდა ჩემთან, გარდა კაენისა. ჩაცუცქდებოდა ჩემს წინ და მარტას ამბებს მიყვებოდა. ჩემი გული, თურმე იქ წავიდა სადაც მუცელი არასოდეს სტკივათ, ოთახებში არ კეტავენ და პატარა ხეები არ ხმებიან. ელოდება თურმე მარტა როდის დავაღწევ ამ ოთახს თავს და მასთან როდის გავიპარები. კაენი ჩემი ნამდვილი მეგობარია. დღეს დილით ხელებზე და ფეხებზე ერთმანეთზე ჯაჭვით გადაბმული ბორკილები დამადეს და ეზოში გამიყვანეს. წამლების და გაზაფხულის სუნი იდგა თბილისში. ბორდიურზე იმ ადგილას ჩამოვჯექი სადაც მე და მარტას გვიყვარდა ჯდომა და პატარა, აყვავებული ალუჩის წინ ბევრი ვიტირე. როგორც იქნა გაიხარა ჩვენმა ხემ. მარტა დავარქვი ალუჩას. ალბათ, ძალიან მალე გესტუმრებით ქუთაისში. . . მარად შენი მეგობარი ბროწეულისფერი ჯოკერი
• * *
გილოცავ მეგობარო მარტას სიკვდილს, ბოლოსდაბოლოს ეს ის გზაა რომელსაც ყველა შევუდგებით, ნეტა ყველა ლამაზად მოვკვდეთ. დარწმუნებული ვარ იქ, სადაც ხეები არ ხმებიან უფრო მეტი სითბოა და სიყვარული, მარტაც უფრო მეტ სითბოში და სიყვაულშია. ჩვენ ალბათ მალე შევხვდებით მარტას, რომელიც იასამნისფერ ბალახზე იჯდება, ნაწნავზე იადონი ეყოლება შემოსკუპეუბული და დები იშხნელების სიმღერას იღიღინებს. ყველაფერი მთავრდება ადრე თუ გვიან ჩემო ბროწეულისფერო. ხალხი მოკლე სიცოცხლეებს უფრო იმახსოვრებს. მე ვამაყობ მარტათი და შენით ჩემო ბროწეულისფერო. გუშინ ჩემი ცინ ში ხუანდი იულიუს კეისარი გახდა. ისე მინდოდა 54 ჯერ დამერტყა დანა. მხოლოდ აგურის ორიანი ვესროლე. მსუბუქად გაეკაწრა ლოყა. ტირილი დაიწყო. ისე შემზიზღდა ჩემი თავი მომაგონა. ,,შენც“? მეფლუკუნებოდა და ცრემლებს მაჯით იწმენდდა. ქალაქი რომელშიც გიჟებიც ტირიან. არა... მეც არა. ჩემი ქალაქი აღარ არის ჩემი, ჩემო ბროწეულისფერო. ჩემი ოთახიც აღარ არის ჩემი. ჩემი თავიც აღარ არის ჩემი. ყველაფერი ისე მოხდა შეტენვაში რომ წაგერთმევა, ან ჯოკერში რომ გაიხიშტები. როცა პატარა ჯოკერი ვიყავი ყოველთვის ვოცნებობდი, მერე ოცნება მომწყინდა იმიტომ, რომ ვხედავდი ჩემზე ოცნებობდნენ. როგორ მეზარებიან რეალისტები. როგორ მეზარებაინ ადამიანები რომლებიც წარმატებებისთვის ყველაფერს აკეთებენ. როგორ მეზარებიან ადამიანები რომლებიც კლავენ ყველაზე სათუთ და ნათელ გრძნობებს და ემოციებს. ლოყა გაკაწრული იულიუსი რომ ტიროდა მივხვდი, რომ სულ ტყუილად მეზარებიან. ისინი არანაირ გრძნობებს არ კლავენ. მათ უბრალოდ არ აქვთ სათუთი გრძნობები. მაგათ რომ სათუთი ჰგონიათ, იმათში მხოლოდ პასი უნდა თქვა. არასდროს არაფერი შეგეტენება. ერთი კვირაა ჩემს პალატაში პატარა, გისოსიანი ფანჯრიდან ღამღამობით ციცინათელები მოფრინავენ. ოთახს მიფერადებენ და იხოცებიან. დილით სანიტარი გვის და ტარაკნები ჰგონია. ახლა როცა შენ გწერ შემოფრენა დაიწყეს, თავს დამტრიალებენ. ხომ არიან ადამიანებიც ციცინათელებივით. თავისით ცხოვრობენ ანთებული, კვდებიან და ვიღაცეებს ტარაკნები გონიათ. ან პირიქით ტარაკნებივით ნახველში ცხოვრობენ, მოკვდებიან და ციცინათელებად ნათლავენ. მოსაწყენია სიცოცხლე ოთხ კედელში. სხეულიც თავისებური ოთხი კედელია ჩემო ბროწეულისფერო. ვერ წარმოიდგენ ამ წამს რა მოხდა, კარი გაიღო და ხელჯოხს დაყრდნობილი თეთრწვერა მოხუცი შემოვიდა ჩემს პალატაში. თეთრი ფაფახი ეხურა და ძალლიან სევდიანი თვალები ქონდა, ისეთი აქცენტით ლაპარაკობდა ძალიან მაღლიდან უნდა ყოფილიყო ჩამოსული, ერთხანს დამაკვირდა და დაკარგულ ცხვარს ვეძებო მითხრა, თვალი მოვავლე ირგვლივ, მხრები ავიჩეჩე და ხელები გავშალე. თვალები უფრო აუწყლიანდა, კედელში გავიდა და ყველა ციცინათელა გაიყოლა. ერთხანს ვუყურე ღია კარს. წერას მოვრჩები და გავალ. ჩემო ძვირფასო ბროწეულისფერო, დიდი ხანია ვიცი რომ ყველა კარში არ უნდა შეხვიდე და რომ ყველა კარი გაღებადია, შემტვრევადი მაინც. მე მინდა ვუსურვო ამ ქალაქს მშვიდი ძილი და მღელვარე ცხოვრება. იულიუსს ბევრი გამარჯვებები. ჩემს მთავარ ექიმს პენსია. შენ - მარტას ოქროსფერი თვალები. მე იქ დაგხვდები სადაც შენ მოხვალ. მუდამ შენი ჯოკერ მეთოთხმეტე, შავი.
• * *
ყველაფერი გასაგებია და მისაღები ჩემო მეთოტხმეტევ. ყველაფერს აქვს დასასრული მათ შორის ჩვენს მიმოწერასაც. მე ვიცი რომ არც მეგობრობაა მარადიული და მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა იყო სიკვდილამდე. ამ დილით ჩემი მკურნალი ექიმი შემოვიდა ჩემთან წინ დამიჯდა, სათვალე მოიხსნა, დაორთქლა, მერე თეთრი ხალათის კალთით გაწმინდა, ძალიან პედანტურად გაიკეთა, საჩვენებლი თითით ცხირზე თვალებს შორის ჩაიჭირა. ჯიბიდან კარტის დასტა ამოიღო და დაიწყო: თურმე აგური _ და ამოიღო აგურის ათიანი _ აგური ეს ყოფილა სიმბოლოს სამსჭვალისა იგივე ლურსმნისა რომლითაც იესო ჯვარზე გააკრეს ყვავი _ და ამოიღო ყვავის ათიანი _ ყვავი ეს არის შუბი რომელიც ჯვარზე გაკრულ იესოს ფერდში აძგერეს. გული ეს არის სიმბოლურად ის ღრუბელი რომლითაც ძმარი მიაწოდეს ქრისტეს, როცა ჯვარზე გაკრულმა წყალი ითხოვა. ჯვარი ეს არის და ამოიღო ჯვრის ათიანი, რაზეც ქრისტე გააკრეს (მე სამყურა ბალახი- ბედნიერების მომტანი სიმბოლო მეგონა) მან მითხრა, რომ სიტყვა კოზირი თურმე ებრაული სიტყვაა (კოშერი) და წმინდას ნიშნავს. და რომ თურმე კარტი მოიგონეს ცუდმა ადამიანებმა იმისთვის, რომ ღმერთი შეურაცხ ეყოთ. და რომ ჯოკერი მასხარა, იგივე ეშმაკია. ჩემმა მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ ბოლო რამოდნეიმე ათეული წელია ამ შენობაში არავინ მომკვდარა და ჩემი მარტა რომ მოკვდა ჩემი ჯოკრობის ბრალია. და რომ ჩემი კაენი იწვევს ანტისანიტარიას და ირგვლივ ყველგან ხაფანგია დაგებული. და აუცილებლად დაიჭერენ ჩემს კაენს. ამაზე ისე გამეცინა ჩემს მკურნალ ექიმს ტუჩები დაებრიცა, წითელ მანიკურიანი საჩვენებელი თითი დამიქნია, სათვალე მოიხსნა, ისევ გაიკეთა და სწრაფი ნაბიჯით გარეთ გავიდა. კარტი ჩემთან დარჩა. გადიოდა ოთახიდან შავკოლგოტიანი და თეთრხალათიანი ადამიანი რომელიც შეიქმნა ხატად ღმერთისა. ჩემო მეთოთხმეტევ შენ იცი მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: რაც შეიძლება მალე წავიდე მარტასთან. ჩემი კაენის ზღაპრები მხოლოდ მარტასტან ერთად იყო საინტერესო. დიახ ეს იყო დილით და ახლა როცა უკუნი ღამეა და ამ ღამეში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი თეთრი თაგვია. მე გავაკარი 52 კარტი კედელზე, ჯოკრების გარდა, 52 წმინდა სიმბოლო რომელიც შეიქმნა იმისთვის რო ადამიანებს ღმერთი შეეურაცხყოთ თურმე და მე ჯოკერმა დავიჩოქე და ვთქვი ,, მამაოჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნებაშენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. და გადმოფრინდნენ კედლიდან ციცინათელები და მოყვა მოხუცი შინდის ჯოხით და ფაფახით. ერთხანს მიყურა საოცრად წყლიანი თვალებით, ახლოს მოვიდა, კოჟრიანი ხელით მუდამ ცრემლიანი საღებავები მომწმინდა და მითხრა : საკმარისია. და გამუქდა წითელი გამუქდა და გახდა შავი. გამუქდა შავი გამუქდა და გახდა თეთრი. და იყო სითეთრე და იყო შუქი და იჯდა მარტა იასამნისფერ ბალახზე, ნაწნავზე იადონი შემოესკუპებინა და დები იშხნელების სიმღერას ღიღინებდაა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ტყუილა ამბობენ დრო კარგი მასწავლებელიაო. ცუდია. ყოველთვის მაშინ გვასწავლის, როცა გვიანაა... ტყუილა ამბობენ დრო კარგი მასწავლებელიაო. ცუდია. ყოველთვის მაშინ გვასწავლის, როცა გვიანაა...
32. აღარ წერ თუ აღარ აქვეყნებ? :) აღარ წერ თუ აღარ აქვეყნებ? :)
31. სად ხარ ამდენხანს ,მოი მოტანე რამე ახალი. სად ხარ ამდენხანს ,მოი მოტანე რამე ახალი.
30. გილოცავ დამდეგ ახალ წელს ,ახალ-ახალი ნაწარმობებით. გილოცავ დამდეგ ახალ წელს ,ახალ-ახალი ნაწარმობებით.
29. რამდენჯერმე დავინახე ამ ბოლო დროს ალექსანდრე უგლავა და სულ ველი, რომ დადებს რამე ახალს მარა აპაააჰ
რამდენჯერმე დავინახე ამ ბოლო დროს ალექსანდრე უგლავა და სულ ველი, რომ დადებს რამე ახალს მარა აპაააჰ
28. პირველად რომ წავიკითხე, მაშინაც მომეწონა, ახლა რომ წავიკითხე, ახლაც მომწონს და აწი კიდევ რომ წავიკითხავ, მერეც მომეწონება ))) პირველად რომ წავიკითხე, მაშინაც მომეწონა, ახლა რომ წავიკითხე, ახლაც მომწონს და აწი კიდევ რომ წავიკითხავ, მერეც მომეწონება )))
27. იუმორის გარეშე წარმოუდგენელია ლორიას სიბრძნეები იუმორის გარეშე წარმოუდგენელია ლორიას სიბრძნეები
26. ტრაგიიუმორისტული. არის ასეთი ჟანრი?
სიცილ - ტირილი დამმართა! :) - :( ტრაგიიუმორისტული. არის ასეთი ჟანრი?
სიცილ - ტირილი დამმართა! :) - :(
25. რა განერვიულებს თუ იცი შენ ძამიავ, სადმე ნაწერი არ შეგიქე თუ რა? შენს ნაწერებს ვკითხულობ და ქულებითაც ვაფასებ მადლობა უნდა მითხრა ცხრა... არც გამოვრიცხავ რომ ეგ სიმღერა ან მისი "შამსრულებელი" არ გცოდნოდა. მაგრამ ვინც გითხრა იმან ხო ნაღდად იცოდა? ვის უნდა უბრაზდებოდე ახლა ნეტაი, მე თუ მას? რაც დავწერე რჟევსკაიაზე, მე კი არ მომიგონია, მთელი რუსეთი მაგაზე წერდა. დაგუგლე და ნახავ. ამ დალოცვილ პროგრამას "ვინდოუსი" იმიტომ ქვია რომ ხანდახან სხვა ქვეყნის მხარესაც უნდა გააღო ეგ ფანჯარა და სხვისი ამბებიც უნდა გეიგო. შენს ადგილას მაგ სიმღერის დადებას შეურაცხყოფად მივიღებდი, მარა თუ მოგწონს დღეში შვიდჯერ მოისმინე ლოცვასავით.
აგი მადარდე - თუ არაფერს შეცვლი. ეს მე მქონდა პრეტენზია უნიკალური ყოფილიყო შენი ნოველა თვარა, ასემც გიქნია სტეინბეკი ( "John Steinbeck"- "სტაინბეკი" არა ის კიდო...) გადმოგიკოპირებია და შენი სახელით. იმაში უდავოდ გეთანხმები, რომ შენი გვერდი ნამდვილად არაა ლიტერატურული ოაზისი. ვისაც ეგრე ჰგონია იმან დააჩოქოს აქლემი და აძოვოს. მე მრავალ-ცხენისძალიანი მერსედეს-კაბრიოლეტით შემოგიქროლე და მეტი არაა შენი მტერი ამ გვერდზე დავრჩე, ნამეტანი მოწყენილობა და წუწუნია სულ. გკოცნით ყველას ჰაეროვანი ფორმით... და გონიერი არა ის კიდო... =))
რა განერვიულებს თუ იცი შენ ძამიავ, სადმე ნაწერი არ შეგიქე თუ რა? შენს ნაწერებს ვკითხულობ და ქულებითაც ვაფასებ მადლობა უნდა მითხრა ცხრა... არც გამოვრიცხავ რომ ეგ სიმღერა ან მისი "შამსრულებელი" არ გცოდნოდა. მაგრამ ვინც გითხრა იმან ხო ნაღდად იცოდა? ვის უნდა უბრაზდებოდე ახლა ნეტაი, მე თუ მას? რაც დავწერე რჟევსკაიაზე, მე კი არ მომიგონია, მთელი რუსეთი მაგაზე წერდა. დაგუგლე და ნახავ. ამ დალოცვილ პროგრამას "ვინდოუსი" იმიტომ ქვია რომ ხანდახან სხვა ქვეყნის მხარესაც უნდა გააღო ეგ ფანჯარა და სხვისი ამბებიც უნდა გეიგო. შენს ადგილას მაგ სიმღერის დადებას შეურაცხყოფად მივიღებდი, მარა თუ მოგწონს დღეში შვიდჯერ მოისმინე ლოცვასავით.
აგი მადარდე - თუ არაფერს შეცვლი. ეს მე მქონდა პრეტენზია უნიკალური ყოფილიყო შენი ნოველა თვარა, ასემც გიქნია სტეინბეკი ( "John Steinbeck"- "სტაინბეკი" არა ის კიდო...) გადმოგიკოპირებია და შენი სახელით. იმაში უდავოდ გეთანხმები, რომ შენი გვერდი ნამდვილად არაა ლიტერატურული ოაზისი. ვისაც ეგრე ჰგონია იმან დააჩოქოს აქლემი და აძოვოს. მე მრავალ-ცხენისძალიანი მერსედეს-კაბრიოლეტით შემოგიქროლე და მეტი არაა შენი მტერი ამ გვერდზე დავრჩე, ნამეტანი მოწყენილობა და წუწუნია სულ. გკოცნით ყველას ჰაეროვანი ფორმით... და გონიერი არა ის კიდო... =))
24. აუ მაგრად მიხარია რომ მაქებენ და ნეფერტარ რანაირიდ უშლით ხალხს ხელს, გული არ გაქვთ ტქვენ, მაგრამ მისიას ,,უნდა ამხილო" უნდა მისდიოთ ბოლომდე. ოღონდ მეპირე ქალების ხსენების გარეშე. დაფიქრდით აბა რა შუაში არიან ეგენი. :)დაფიქრდით:)) ეს დედა ძაღლი ჯოკერი კიდე იდებოდა ნაწილ ნაწილ და არა ერთი რამდენჯერმე. მივამატე ბოლო ორი თავი დავამთავრე და დავდე სრულად. ასე რო ნუ დაგიჯინიათ რო წაკითხული გაქვთ. რაც შეეხება მარიას სიმღერას მაგი მოსმენილი არ მქონდა მარა არმენისგან ვიცოდი რო იყო მასეთი სიმღერა იმიტო რო მაგ ფრაზა სმიტმა დამიკომენტარა, როცა ოდესღაც ის ნაწილი დავდე და ვიცი ისიც რო დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. მაგ სიმღერიდან ფრაზას არ მოვიპარავდი გამორიცხულია. რაც შეეხება ვანილის ცას ვერ ვუყურე მაგ ფილმს ვერასდროს. რო დალინკეთ მაშინაც ვცადე მარა. არაა ვანილის ცა ისეთი ფილმი როგორებიც მომწონს მე და ვერ ვუყურე. არ ვკმათობ მე რო ფრაზა კი არა შეიძლება მთლიანი მოთხრობაც იყოს ჩემი რომელიმე ფილმში. თქვენ ნეფერტა თუ დაძებნით კარგად ფილმებში აუცილებლად იპოვით. უამრავს. მე მაგ ფრაზას არ წავშლი მაგ ფრაზის გარდა მანდ არის ,,სიკვდილის მერე მოხვდებით ქუტაისში" სტაინბეკს აქვს რუსებს გონიათ სიკვდილის მერე მოხვდებიან საქართველოშიო. მეპირე ქალები და ვანილის ცა, რატო ამჯობინეთ სტაინბეკს. ამაზეც კაი საყვყვირალია.:)) არცერთს არ წავშლი დალექილი თუა იმას ვერ ვუზამ ახლა ვერაფერს და რაც მაფიქრდება ვწერ და არავისგან არაფერს არ ვიწერ. დიდი უნამუსობაა მაგი რო დამაბრალო კაცმა. არც პრეტენზია არ მაქვს რამეზე და არც ჩემ ნაწერებს არ აქვს პრეტენზია არაფერზე. ასე რო ასე რო. :) კომენტარებს რო არ ვწერ კი გეცოდინებათ არც თავს არ ვიცავ პროსტა კომენტარების გიჟI ვარ, ვგიჟჯდები ბევრი კომენტარები როა და გულისფანცქალებით ვკითხულობ და რავი ჩემი ცხოვრებაა ურაკპარაკი და შემოვდივარ აგერ ბოლო კომენტარს ვხედავ ,,ვიღაც ვიღაცის ქმრის გენიტალიებზე კბილებით ჩაფრენილი აშარი დედაკაცი " და ნეფერტარი. დედუფალო რაია ახლა ეგი. არაა ეს გვერდი ოაზისი და აქლემები ნუ ჩაიმუხლებიან რა იქნება. გკოცნით ყველას. მუდამ თქვენი არა, ის კიდო:)) აუ მაგრად მიხარია რომ მაქებენ და ნეფერტარ რანაირიდ უშლით ხალხს ხელს, გული არ გაქვთ ტქვენ, მაგრამ მისიას ,,უნდა ამხილო" უნდა მისდიოთ ბოლომდე. ოღონდ მეპირე ქალების ხსენების გარეშე. დაფიქრდით აბა რა შუაში არიან ეგენი. :)დაფიქრდით:)) ეს დედა ძაღლი ჯოკერი კიდე იდებოდა ნაწილ ნაწილ და არა ერთი რამდენჯერმე. მივამატე ბოლო ორი თავი დავამთავრე და დავდე სრულად. ასე რო ნუ დაგიჯინიათ რო წაკითხული გაქვთ. რაც შეეხება მარიას სიმღერას მაგი მოსმენილი არ მქონდა მარა არმენისგან ვიცოდი რო იყო მასეთი სიმღერა იმიტო რო მაგ ფრაზა სმიტმა დამიკომენტარა, როცა ოდესღაც ის ნაწილი დავდე და ვიცი ისიც რო დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. მაგ სიმღერიდან ფრაზას არ მოვიპარავდი გამორიცხულია. რაც შეეხება ვანილის ცას ვერ ვუყურე მაგ ფილმს ვერასდროს. რო დალინკეთ მაშინაც ვცადე მარა. არაა ვანილის ცა ისეთი ფილმი როგორებიც მომწონს მე და ვერ ვუყურე. არ ვკმათობ მე რო ფრაზა კი არა შეიძლება მთლიანი მოთხრობაც იყოს ჩემი რომელიმე ფილმში. თქვენ ნეფერტა თუ დაძებნით კარგად ფილმებში აუცილებლად იპოვით. უამრავს. მე მაგ ფრაზას არ წავშლი მაგ ფრაზის გარდა მანდ არის ,,სიკვდილის მერე მოხვდებით ქუტაისში" სტაინბეკს აქვს რუსებს გონიათ სიკვდილის მერე მოხვდებიან საქართველოშიო. მეპირე ქალები და ვანილის ცა, რატო ამჯობინეთ სტაინბეკს. ამაზეც კაი საყვყვირალია.:)) არცერთს არ წავშლი დალექილი თუა იმას ვერ ვუზამ ახლა ვერაფერს და რაც მაფიქრდება ვწერ და არავისგან არაფერს არ ვიწერ. დიდი უნამუსობაა მაგი რო დამაბრალო კაცმა. არც პრეტენზია არ მაქვს რამეზე და არც ჩემ ნაწერებს არ აქვს პრეტენზია არაფერზე. ასე რო ასე რო. :) კომენტარებს რო არ ვწერ კი გეცოდინებათ არც თავს არ ვიცავ პროსტა კომენტარების გიჟI ვარ, ვგიჟჯდები ბევრი კომენტარები როა და გულისფანცქალებით ვკითხულობ და რავი ჩემი ცხოვრებაა ურაკპარაკი და შემოვდივარ აგერ ბოლო კომენტარს ვხედავ ,,ვიღაც ვიღაცის ქმრის გენიტალიებზე კბილებით ჩაფრენილი აშარი დედაკაცი " და ნეფერტარი. დედუფალო რაია ახლა ეგი. არაა ეს გვერდი ოაზისი და აქლემები ნუ ჩაიმუხლებიან რა იქნება. გკოცნით ყველას. მუდამ თქვენი არა, ის კიდო:))
23. ლუტეცია, როგორც კი რჟევსკაია დავინახე, მაშინვე დიანა ღურწკაიას ქმრის გენიტალიებზე კბილებით ჩაფრენილი აშარი დედაკაცი გამახსენდა და მისი ლაპარაკისთვის, სიმღერას რომ ეძახიან, აღარც მომისმენია. ეგ კლიპი იმიტომ გადაუღეს, რომ კორმილცევის საყვარელია თორემ ეგ ისეა მომღერალი, როგორც მე ინგლისის დედოფალი. ჩემთვის რჟევსაკაიას გრეხვა მაგ კლიპში იგივეა, ვანო მერაბიშვილი ორ გვამს რომ ითხოვდა და ახლა ადამიანის უფლებებზე მორალი წამიკითხოს.
შენი კომენტარი პატივისცემას და მოწონებას გამოხატავდა ალბათ, თუმცა ჩემი გადასახედიდან რაღაცეები სხვაგვარად ჩანს ხოლმე. გავლენაა თუ არა, ფილმით, - შეამოწმე, ბმული ხომ დაგიდე. "ვანილიანი ცა" მით უმეტეს ძალიან მაგარი ფილმია და ყურებად ღირს. თუ არ ვცდები მაგ წინადადების პირველ ნაწილსაც იპოვი იქ. გამეხარდებოდა თუ ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ ვიცი რომ არა ასე. ეგ აზრი, რაც შენ მოგწონს, მთელ ფილმს გასდევს და ბოლოს მაგითიც მთავრდება, რადგან გმირი მართლა მომავალ ცხოვრებაში გადადის. მე ვუშვებ რომ მართლა შეიძლება რაღაცეები დაემთხვეს, ხან წლების წინ სადღაც ამოკითხული წინადადება შეიძლება ისე გაგიჯდეს გონებაში რომ საკუთარი გეგონოს, მაგრამ შენიც რომ იყოს, როცა ძალიან ცნობილის კოპირებად შეიძლება ვინმემ აღიქვას, ჯობია შეიცვალოს. ეს მწერალს არ უნდა გაუჭირდეს (IHMO). რაც შეეხება ავტორს, მისი ყველა ნაწერი, აღდგენილიც და წაშლილიც ყურადღებით მაქვს წაკითხული მაქვს და მოუწონარი ან დასაწუნი, - ნამდვილად არაფერი აქვს. ვიცი რომ უგლავა გონიერი ადამიანია, ჩემს კომენტარზეც დაფიქრდება, ფილმსაც ნახავს და თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს. მაგალითად დომენიკო 20-მა თავისი მოთხრობა იეზიდი, რომელიც ისედაც ბრწყინვალე იყო, არსებითად გადააკეთა და შედევრი მიიღო. აქაურ მამქებრებს წაკითხული აქვთ დომენიკო20-ის გვერდი? შეიხედეთ აბა... ისიც ვიცი რომ უგლავა, აქ დაწერილ ყველა ქება - დიდებას, - ჩემს კომენტარს ამჯობინებს, რადგან ეს ერთადერთი საქმიანი კომენტარია.
ღამე მშვიდობისა ლუტეცია.
ლუტეცია, როგორც კი რჟევსკაია დავინახე, მაშინვე დიანა ღურწკაიას ქმრის გენიტალიებზე კბილებით ჩაფრენილი აშარი დედაკაცი გამახსენდა და მისი ლაპარაკისთვის, სიმღერას რომ ეძახიან, აღარც მომისმენია. ეგ კლიპი იმიტომ გადაუღეს, რომ კორმილცევის საყვარელია თორემ ეგ ისეა მომღერალი, როგორც მე ინგლისის დედოფალი. ჩემთვის რჟევსაკაიას გრეხვა მაგ კლიპში იგივეა, ვანო მერაბიშვილი ორ გვამს რომ ითხოვდა და ახლა ადამიანის უფლებებზე მორალი წამიკითხოს.
შენი კომენტარი პატივისცემას და მოწონებას გამოხატავდა ალბათ, თუმცა ჩემი გადასახედიდან რაღაცეები სხვაგვარად ჩანს ხოლმე. გავლენაა თუ არა, ფილმით, - შეამოწმე, ბმული ხომ დაგიდე. "ვანილიანი ცა" მით უმეტეს ძალიან მაგარი ფილმია და ყურებად ღირს. თუ არ ვცდები მაგ წინადადების პირველ ნაწილსაც იპოვი იქ. გამეხარდებოდა თუ ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ ვიცი რომ არა ასე. ეგ აზრი, რაც შენ მოგწონს, მთელ ფილმს გასდევს და ბოლოს მაგითიც მთავრდება, რადგან გმირი მართლა მომავალ ცხოვრებაში გადადის. მე ვუშვებ რომ მართლა შეიძლება რაღაცეები დაემთხვეს, ხან წლების წინ სადღაც ამოკითხული წინადადება შეიძლება ისე გაგიჯდეს გონებაში რომ საკუთარი გეგონოს, მაგრამ შენიც რომ იყოს, როცა ძალიან ცნობილის კოპირებად შეიძლება ვინმემ აღიქვას, ჯობია შეიცვალოს. ეს მწერალს არ უნდა გაუჭირდეს (IHMO). რაც შეეხება ავტორს, მისი ყველა ნაწერი, აღდგენილიც და წაშლილიც ყურადღებით მაქვს წაკითხული მაქვს და მოუწონარი ან დასაწუნი, - ნამდვილად არაფერი აქვს. ვიცი რომ უგლავა გონიერი ადამიანია, ჩემს კომენტარზეც დაფიქრდება, ფილმსაც ნახავს და თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს. მაგალითად დომენიკო 20-მა თავისი მოთხრობა იეზიდი, რომელიც ისედაც ბრწყინვალე იყო, არსებითად გადააკეთა და შედევრი მიიღო. აქაურ მამქებრებს წაკითხული აქვთ დომენიკო20-ის გვერდი? შეიხედეთ აბა... ისიც ვიცი რომ უგლავა, აქ დაწერილ ყველა ქება - დიდებას, - ჩემს კომენტარს ამჯობინებს, რადგან ეს ერთადერთი საქმიანი კომენტარია.
ღამე მშვიდობისა ლუტეცია.
22. ნეფერტარ, არ ვიცი ეგ ფრაზა იმ კონკრეტული ფილმის გავლენაა თუ არა. დამთხვევებიც ხომ ხდება. მე პირველი ნაწილი უფრო მომწონს მაგალითად: ",,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები." სიმღერას რაც შეეხება, მომწონს და გამახსენდა, ხოლო მაგ კონკრეტულ მომღერალზე არაფერი ვიცოდი და არც მისი სხვა სიმღერები უნდა მქონდეს მოსმენილი. ზოგადად ნაკლებად ვარ ჩახედული რუსული შოუ-ბიზნესის კულუარებში და ინტრიგებში, და ისედაც, სიმღერას მისი შემსრულებლის პიროვნული თვისებებით არ ვაფასებ ხოლმე, როგორც წესი. ნეფერტარ, არ ვიცი ეგ ფრაზა იმ კონკრეტული ფილმის გავლენაა თუ არა. დამთხვევებიც ხომ ხდება. მე პირველი ნაწილი უფრო მომწონს მაგალითად: ",,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები." სიმღერას რაც შეეხება, მომწონს და გამახსენდა, ხოლო მაგ კონკრეტულ მომღერალზე არაფერი ვიცოდი და არც მისი სხვა სიმღერები უნდა მქონდეს მოსმენილი. ზოგადად ნაკლებად ვარ ჩახედული რუსული შოუ-ბიზნესის კულუარებში და ინტრიგებში, და ისედაც, სიმღერას მისი შემსრულებლის პიროვნული თვისებებით არ ვაფასებ ხოლმე, როგორც წესი.
21. ო. ლუტეცია, გამაკვირვე პირდაპირ, გთხოვ, რამდეჯერაც გსურს იმდენჯერ წაიკითხე არამცთუ ყველა წინადადება მარგალიტია, არამედ ყოველი სიტყვა ბრილიანტია, განსაკუთრებით ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” - ეს ცნობილი ფრაზა არის ფილმიდან "ვანილიანი ცა" ეს ფილმი 2001 წელს გამოვიდა და მაშინვე ყველას ჩარჩა მეხსიერებაში ეგ ფრაზა. - დავუშვებ რომ უგლავასაც სრულიად იგივე ფრაზა დამოუკიდებლად მოუვიდა თავში, მაგრამ ამას უბრალოდ არავინ დაიჯერებს.
მე მის ადგილას ამ ფრაზას ამოვიღებდი. მსგავსება იმდენად დიდია რომ პეწს უკარგავას მთელ ნაწერს, რომელიც ამ ფრაზის გარეშე მართლაც მშვენიერია.
შარშანაც იდო ეს აქ. 2014 წლის მაისში უგლავას როგორც რჩეულ ავტორს ფორუმზე "რჩეულ ავტორებში" გვერდი გაუხსნეს, ზუსტად იქ ავტვირთე "ვანილა სქაის" პოსტერი. შეგასხსენებთ რომ მთავარ პერსონაჟებს ტომ კრუზი და პენელოპა კრუსი თამაშობენ. მეგონა რომელიმე მაქებარი რაიმეს მიხვდებოდა და ურჩევდა ამ ახალგაზრდა კაცს ეს ფრაზა ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” - აქედან ამოეღო. ვფიქრობ უგლავაც არ უარყოფს რომ ეს მშვენიერი ნოველა 2001 წლამდე არ დაუწერია.
არა შეჯდაო ნათქვამია და არც შემჯდარა არცერთი მაქებარი ხეზე მწყერივით. იმის დასტურად რომ სიმართლეს ვამბობ, აგერ მე დაგიდებ ახლა ლინკს: http://kinogo.net/1329-vanilnoe-nebo-2001.html უყურე ლუტეცია ამ ფილმს და დარწმუნდები რას და რატომ ვამბობ.
აი ახლა, საერთოდაც არ დავწერდი ამ კომენტარს, მაშა რჟევსკაიას ლინკი რომ არ დაგედო ლუტეცია მე -20 კომენტარში.
გინდა გითხრა ვინ არის მაშა რჟევსკაია? რუსული საპროდიუსერო კომპანიის «АРС» - დირექტორის, ვიაჩესლავ კორმილცევის საყვარელია, რომელმაც დიანა ღურწკაიას ადვოკატ საქმროს თავისი ჩასმული კბილებით კინაღამ გენიტალიები მოაჭამა, როცა კუჩერენკო როგორც ადვოკატი საცოლის ინტერესებს იცავდა და ამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაში ბრმა მომღერალს ეხმარებოდა. ამაზე დიდი ხმაური ატყდა და დიანას ქორწილის დღესაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. უამრავი რამ დაიდო ინტერნეტში ამ ამბავზე " Жениха Гурцкой покусывала за гениталии Маша Ржевская", «Фабрикантка» вцепилась юристу Гурцкой зубами в пах"... და ა.შ.
ჰოდა, ძალიან უხერხული მეჩვენა, რომ ვიღაც რიოში დედაკაცის კლიპი ( რომელსაც არც ხმა აქვს, არც მუსიკალური გემოვნება, არც სინდისი და ნამუსზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს) ალექსანდრე უგლავას გვერდზე, თანაც იმ ფრაზის გამო რაც ასე უხეშად ხვდება ყურს... რა ვქნა ახლა, ეგ ამბავი მე რომ მოგიწონო - შენ მოგეწონება ? :)
დამატება: - მე შეფასებული მაქვს ეს ნოველა ორჯერ, ერთხელ შარშან და ამჯერადაც, ორივეჯერ ოთხი ქულა დავწერე ზუსტად ამ ფრაზის გამო ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” - ეს რომ არ ყოფილიყო უდავოდ 5 ქულას დავწერდი.
ო. ლუტეცია, გამაკვირვე პირდაპირ, გთხოვ, რამდეჯერაც გსურს იმდენჯერ წაიკითხე არამცთუ ყველა წინადადება მარგალიტია, არამედ ყოველი სიტყვა ბრილიანტია, განსაკუთრებით ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” - ეს ცნობილი ფრაზა არის ფილმიდან "ვანილიანი ცა" ეს ფილმი 2001 წელს გამოვიდა და მაშინვე ყველას ჩარჩა მეხსიერებაში ეგ ფრაზა. - დავუშვებ რომ უგლავასაც სრულიად იგივე ფრაზა დამოუკიდებლად მოუვიდა თავში, მაგრამ ამას უბრალოდ არავინ დაიჯერებს.
მე მის ადგილას ამ ფრაზას ამოვიღებდი. მსგავსება იმდენად დიდია რომ პეწს უკარგავას მთელ ნაწერს, რომელიც ამ ფრაზის გარეშე მართლაც მშვენიერია.
შარშანაც იდო ეს აქ. 2014 წლის მაისში უგლავას როგორც რჩეულ ავტორს ფორუმზე "რჩეულ ავტორებში" გვერდი გაუხსნეს, ზუსტად იქ ავტვირთე "ვანილა სქაის" პოსტერი. შეგასხსენებთ რომ მთავარ პერსონაჟებს ტომ კრუზი და პენელოპა კრუსი თამაშობენ. მეგონა რომელიმე მაქებარი რაიმეს მიხვდებოდა და ურჩევდა ამ ახალგაზრდა კაცს ეს ფრაზა ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” - აქედან ამოეღო. ვფიქრობ უგლავაც არ უარყოფს რომ ეს მშვენიერი ნოველა 2001 წლამდე არ დაუწერია.
არა შეჯდაო ნათქვამია და არც შემჯდარა არცერთი მაქებარი ხეზე მწყერივით. იმის დასტურად რომ სიმართლეს ვამბობ, აგერ მე დაგიდებ ახლა ლინკს: http://kinogo.net/1329-vanilnoe-nebo-2001.html უყურე ლუტეცია ამ ფილმს და დარწმუნდები რას და რატომ ვამბობ.
აი ახლა, საერთოდაც არ დავწერდი ამ კომენტარს, მაშა რჟევსკაიას ლინკი რომ არ დაგედო ლუტეცია მე -20 კომენტარში.
გინდა გითხრა ვინ არის მაშა რჟევსკაია? რუსული საპროდიუსერო კომპანიის «АРС» - დირექტორის, ვიაჩესლავ კორმილცევის საყვარელია, რომელმაც დიანა ღურწკაიას ადვოკატ საქმროს თავისი ჩასმული კბილებით კინაღამ გენიტალიები მოაჭამა, როცა კუჩერენკო როგორც ადვოკატი საცოლის ინტერესებს იცავდა და ამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაში ბრმა მომღერალს ეხმარებოდა. ამაზე დიდი ხმაური ატყდა და დიანას ქორწილის დღესაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. უამრავი რამ დაიდო ინტერნეტში ამ ამბავზე " Жениха Гурцкой покусывала за гениталии Маша Ржевская", «Фабрикантка» вцепилась юристу Гурцкой зубами в пах"... და ა.შ.
ჰოდა, ძალიან უხერხული მეჩვენა, რომ ვიღაც რიოში დედაკაცის კლიპი ( რომელსაც არც ხმა აქვს, არც მუსიკალური გემოვნება, არც სინდისი და ნამუსზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს) ალექსანდრე უგლავას გვერდზე, თანაც იმ ფრაზის გამო რაც ასე უხეშად ხვდება ყურს... რა ვქნა ახლა, ეგ ამბავი მე რომ მოგიწონო - შენ მოგეწონება ? :)
დამატება: - მე შეფასებული მაქვს ეს ნოველა ორჯერ, ერთხელ შარშან და ამჯერადაც, ორივეჯერ ოთხი ქულა დავწერე ზუსტად ამ ფრაზის გამო ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” - ეს რომ არ ყოფილიყო უდავოდ 5 ქულას დავწერდი.
20. http://m.youtube.com/watch?v=UZ9ac7vb8-E http://m.youtube.com/watch?v=UZ9ac7vb8-E
19. ისეთია, ხშირად რომ უნდა იკითხო და ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს აღმოაჩენ. ყველა წინადადება მარგალიტია. "ტყუილა ამბობენ დრო კარგი მასწავლებელიაო. ცუდია. ყოველთვის მაშინ გვასწავლის, როცა გვიანაა..." . ,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები” მითხრა. ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” ვუთხარი მე. ,, 10! ისეთია, ხშირად რომ უნდა იკითხო და ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს აღმოაჩენ. ყველა წინადადება მარგალიტია. "ტყუილა ამბობენ დრო კარგი მასწავლებელიაო. ცუდია. ყოველთვის მაშინ გვასწავლის, როცა გვიანაა..." . ,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები” მითხრა. ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით” ვუთხარი მე. ,, 10!
18. "ჯობია ათასჯერ დარგო და ყოველთვის გახმეს, ვიდრე არასდროს დარგო." - ჩემი ცხოვრების პრინციპი მეცნო...
"სრულიად შესაძლებელია აწმყო ბედნიერი გახდეს, თუ წარსულად გადაიქცევა." - ძირითადად ასეც ხდება ხოლმე...
"რადგანაც პეპელა არასდროს დათანხმდება მატლად გადაქცევას" - ჰო... და მიუხედავად ამისა, ყველა პეპელა, რომელიც არ კვდება, მატლობამდე მიდის...
"ყველაფერი მორჩენილი ზედმეტი ბარგია, ჯოკერის გარდა." - ხანდახან ჯოკერიც...
" სხეულიც თავისებური ოთხი კედელია" - შავის არსებობა ამ ფრაზისთვის ღირდა :) ისე შავი დიდად არ მომეწონა, აი, წითლით კი მოვიხიბლე... ისიც კი ვიფიქრე, სხვადასხვა ავტორის ნაწერია თქო...
აუუუ, ბოლო ნაწილი არის გენიალური...
ძააალიან მომეწონა ნაწერი! აღვფრთოვანდი საბოლოო ჯამში. ბრავო ავტორს!
დილა კარგად დაიწყო... მადლობა :)~
+5
"ყველა ტკივილის საზღაური ბოლოს სიხარულია..." - არ მჯერა. ოპტიმისტი მქვია ახლა მეც! :)
"ჯობია ათასჯერ დარგო და ყოველთვის გახმეს, ვიდრე არასდროს დარგო." - ჩემი ცხოვრების პრინციპი მეცნო...
"სრულიად შესაძლებელია აწმყო ბედნიერი გახდეს, თუ წარსულად გადაიქცევა." - ძირითადად ასეც ხდება ხოლმე...
"რადგანაც პეპელა არასდროს დათანხმდება მატლად გადაქცევას" - ჰო... და მიუხედავად ამისა, ყველა პეპელა, რომელიც არ კვდება, მატლობამდე მიდის...
"ყველაფერი მორჩენილი ზედმეტი ბარგია, ჯოკერის გარდა." - ხანდახან ჯოკერიც...
" სხეულიც თავისებური ოთხი კედელია" - შავის არსებობა ამ ფრაზისთვის ღირდა :) ისე შავი დიდად არ მომეწონა, აი, წითლით კი მოვიხიბლე... ისიც კი ვიფიქრე, სხვადასხვა ავტორის ნაწერია თქო...
აუუუ, ბოლო ნაწილი არის გენიალური...
ძააალიან მომეწონა ნაწერი! აღვფრთოვანდი საბოლოო ჯამში. ბრავო ავტორს!
დილა კარგად დაიწყო... მადლობა :)~
+5
"ყველა ტკივილის საზღაური ბოლოს სიხარულია..." - არ მჯერა. ოპტიმისტი მქვია ახლა მეც! :)
17. ძალიან, ძალიან კარგია! თავისუფალი, ლაღი თხრობა, ტკივილს რომ ნიღბავს.
ჩემთან ახლა ყვავის გაზაფხული და ყველა ალუჩა მარტა მგონია. ძალიან, ძალიან კარგია! თავისუფალი, ლაღი თხრობა, ტკივილს რომ ნიღბავს.
ჩემთან ახლა ყვავის გაზაფხული და ყველა ალუჩა მარტა მგონია.
16. თავიდან სწრაფი კითხვით ვისწავლე, ახლა თითქმის ზეპირად ვიცი... :))) მაინც გული მიჩერდება ადგილ-ადგილ... თავიდან სწრაფი კითხვით ვისწავლე, ახლა თითქმის ზეპირად ვიცი... :))) მაინც გული მიჩერდება ადგილ-ადგილ...
15. უდავოდ კარგია. ორი ქულა მაქვს და ვწერ. ბოლოს იშხნელების სიმღერაზე გამახსენდა "არ დაიჯერო, არ დაიჯერო"... საინტერესოა ავტორსაც თუ ეგ ჰქონდა ჩაფიქრებული, თუ უბრალოდ ხმების ჰარმონიული შერწყმა ჰქონდა მხედველობაში. არის საინტერესო მიგნებები, ფრანგებს მოეწონებოდათ ეს მოთხრობა. წარმატებები.
უდავოდ კარგია. ორი ქულა მაქვს და ვწერ. ბოლოს იშხნელების სიმღერაზე გამახსენდა "არ დაიჯერო, არ დაიჯერო"... საინტერესოა ავტორსაც თუ ეგ ჰქონდა ჩაფიქრებული, თუ უბრალოდ ხმების ჰარმონიული შერწყმა ჰქონდა მხედველობაში. არის საინტერესო მიგნებები, ფრანგებს მოეწონებოდათ ეს მოთხრობა. წარმატებები.
14. არასოდეს ამდენი არ მიტირია არცერთ ნაწარმოებზე... გრიპი მაქვს და ცრემლდენას ვერ ვიჩერებ:D
ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა უმაგრესია, სანდრო. ბრავო! არასოდეს ამდენი არ მიტირია არცერთ ნაწარმოებზე... გრიპი მაქვს და ცრემლდენას ვერ ვიჩერებ:D
ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა უმაგრესია, სანდრო. ბრავო!
13. ჩემი უსაზღვროდ ნიჭიერი და საამაყო ძმა! ჩემი უსაზღვროდ ნიჭიერი და საამაყო ძმა!
12. ვიფიქრე, რომელიმე ამათგანი ჩემს ბეკის ხომ არ იცნობს-მეთქი, ნეტავ. იქნებ, ერთადაც ყოფილან ან იქ, ან, აქ. ვიფიქრე, რომელიმე ამათგანი ჩემს ბეკის ხომ არ იცნობს-მეთქი, ნეტავ. იქნებ, ერთადაც ყოფილან ან იქ, ან, აქ.
11. გუშინ წინ ჩემს ექიმს ფონენდოსკოპი მოვპარე, საავადმყოფოდან გავიპარე და ძალიან ბევრ სახლს მივადე კედელზე.
მომბეზრდა შეცდომების გამოსწორება უფრო დიდი შეცდომებით.
,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები”
გენაცვალე. გენაცვალე შენ.
ქალაქი რომელშიც გიჟებიც ტირიან. :(((
გისოსიანი ფანჯრიდან ღამღამობით ციცინათელები მოფრინავენ. ოთახს მიფერადებენ და იხოცებიან. დილით სანიტარი გვის და ტარაკნები ჰგონია. ახლა როცა შენ გწერ შემოფრენა დაიწყეს, თავს დამტრიალებენ. ხომ არიან ადამიანებიც ციცინათელებივით. თავისით ცხოვრობენ ანთებული, კვდებიან და ვიღაცეებს ტარაკნები ჰგონიათ.
გუშინ წინ ჩემს ექიმს ფონენდოსკოპი მოვპარე, საავადმყოფოდან გავიპარე და ძალიან ბევრ სახლს მივადე კედელზე.
მომბეზრდა შეცდომების გამოსწორება უფრო დიდი შეცდომებით.
,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები”
გენაცვალე. გენაცვალე შენ.
ქალაქი რომელშიც გიჟებიც ტირიან. :(((
გისოსიანი ფანჯრიდან ღამღამობით ციცინათელები მოფრინავენ. ოთახს მიფერადებენ და იხოცებიან. დილით სანიტარი გვის და ტარაკნები ჰგონია. ახლა როცა შენ გწერ შემოფრენა დაიწყეს, თავს დამტრიალებენ. ხომ არიან ადამიანებიც ციცინათელებივით. თავისით ცხოვრობენ ანთებული, კვდებიან და ვიღაცეებს ტარაკნები ჰგონიათ.
10. წავიკითხე და კიდევ ერთხელ ...ასმეერთედ დავწმუნდი რომ შესანიშნავი ავტორი ხარ სანდრო... ძალიან კარგია, ძალიან...ფრთიანი ფრაზები, აზრი, იდეა...ორიგინალურობა... არც კი ვიცი რა ვთქვა...ასეთ დროს მხოლოდ ამ სამ სიტყვას ვამბობ ხოლმე: ძალიან მიყვარხარ ავტორო...:-* მიხარია რომ არსებობ...:-* 5555 წავიკითხე და კიდევ ერთხელ ...ასმეერთედ დავწმუნდი რომ შესანიშნავი ავტორი ხარ სანდრო... ძალიან კარგია, ძალიან...ფრთიანი ფრაზები, აზრი, იდეა...ორიგინალურობა... არც კი ვიცი რა ვთქვა...ასეთ დროს მხოლოდ ამ სამ სიტყვას ვამბობ ხოლმე: ძალიან მიყვარხარ ავტორო...:-* მიხარია რომ არსებობ...:-* 5555
9. ''ჩემი გული, თურმე იქ წავიდა სადაც მუცელი არასოდეს სტკივათ, ოთახებში არ კეტავენ და პატარა ხეები არ ხმებიან." -
ალბათ იქ კარგია... კი, ნამდვილად. კარგი უნდა იყოს!
რა უნდა ვთქვა... სიტყვები არ მყოფნის... უძლიერესია!
''ხომ არიან ადამიანებიც ციცინათელებივით. თავისით ცხოვრობენ ანთებული, კვდებიან და ვიღაცეებს ტარაკნები გონიათ. ან პირიქით ტარაკნებივით ნახველში ცხოვრობენ, მოკვდებიან და ციცინათელებად ნათლავენ. ''
``ჩემი გული, თურმე იქ წავიდა სადაც მუცელი არასოდეს სტკივათ, ოთახებში არ კეტავენ და პატარა ხეები არ ხმებიან." -
ალბათ იქ კარგია... კი, ნამდვილად. კარგი უნდა იყოს!
რა უნდა ვთქვა... სიტყვები არ მყოფნის... უძლიერესია!
``ხომ არიან ადამიანებიც ციცინათელებივით. თავისით ცხოვრობენ ანთებული, კვდებიან და ვიღაცეებს ტარაკნები გონიათ. ან პირიქით ტარაკნებივით ნახველში ცხოვრობენ, მოკვდებიან და ციცინათელებად ნათლავენ. ``
8. ასეთი ადამიანური სითბოთი, იუმორ-ირონიის საკმაზში გაზავებული სიმართლით, ბიბლიური პასაჟების თანამედროვე კონტექსტით, ქალაქური ქართულით და ტუზივით დაცემული ნიჭით სავსე მოთხრობა კარგა ხანია, არ წამიკითხავს!!! შენს "მოღადავე" ქუთათურ იუმორში იმდენი სიბრძნე აღმოვაჩინე, დაგენაცვლოს სენეკა!!! ,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები” - "თურმე ადამიანები ნახევარ მთვარეს გვანან, როცა მარტოები არიან და სავსე მთვარეს,– როცა ვინმე შეუყვარდებათ." და კიდევ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ბრავოოო!!! ასეთი ადამიანური სითბოთი, იუმორ-ირონიის საკმაზში გაზავებული სიმართლით, ბიბლიური პასაჟების თანამედროვე კონტექსტით, ქალაქური ქართულით და ტუზივით დაცემული ნიჭით სავსე მოთხრობა კარგა ხანია, არ წამიკითხავს!!! შენს "მოღადავე" ქუთათურ იუმორში იმდენი სიბრძნე აღმოვაჩინე, დაგენაცვლოს სენეკა!!! ,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები” - "თურმე ადამიანები ნახევარ მთვარეს გვანან, როცა მარტოები არიან და სავსე მთვარეს,– როცა ვინმე შეუყვარდებათ." და კიდევ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ბრავოოო!!!
7. მე პირველად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ყოჩაღ! რაც ყველაზემეტად მომეწონა, - გამართული ქართულით წერ, რაც, სამწუხაროდ, ასე იშვიათი გახდა ლიტერატურული სამყაროსთვის,. სადაც ყველა შეცდომას და წინადადების გაუმართავობას უკრავენ ტაშს.
დღეიდან შენს მკითხველთა რიგებს შემოვემატე. გაიხარე. 555555555555555555 მე პირველად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ყოჩაღ! რაც ყველაზემეტად მომეწონა, - გამართული ქართულით წერ, რაც, სამწუხაროდ, ასე იშვიათი გახდა ლიტერატურული სამყაროსთვის,. სადაც ყველა შეცდომას და წინადადების გაუმართავობას უკრავენ ტაშს.
დღეიდან შენს მკითხველთა რიგებს შემოვემატე. გაიხარე. 555555555555555555
6. ,, ყველა ტკივილის საზღაური ბოლოს სიხარულია. " და ,,ისე გამომათრიეს, ტკივილის გაყუჩებაც ვერ მოვუსწარი" და ნეტა მართლა ,,ნეტა ყველა ლამაზად მოვკვდეთ." და იქ წავიდეთ სადაც ,,პატარა ხეები არ ხმებიან" ,,და გადმოფრინდნენ კედლიდან ციცინათელები"
და მე მარტო ამ ნაწარმოებში შემხვდა პერსონაჟი კაენი (ბიბლიური კაენის გარდა) ))
<3 ,, ყველა ტკივილის საზღაური ბოლოს სიხარულია. " და ,,ისე გამომათრიეს, ტკივილის გაყუჩებაც ვერ მოვუსწარი" და ნეტა მართლა ,,ნეტა ყველა ლამაზად მოვკვდეთ." და იქ წავიდეთ სადაც ,,პატარა ხეები არ ხმებიან" ,,და გადმოფრინდნენ კედლიდან ციცინათელები"
და მე მარტო ამ ნაწარმოებში შემხვდა პერსონაჟი კაენი (ბიბლიური კაენის გარდა) ))
<3
5. მიყვარს.
მაგათ რომ სათუთი ჰგონიათ, იმათში მხოლოდ პასი უნდა თქვა. არასდროს არაფერი შეგეტენება. მიყვარს.
მაგათ რომ სათუთი ჰგონიათ, იმათში მხოლოდ პასი უნდა თქვა. არასდროს არაფერი შეგეტენება.
4. ძალიან მაგრად წერ შენ, სანდრო ) ძალიან მაგრად წერ შენ, სანდრო )
3. წავიკითხე და მომეწონა, მიავ )) წავიკითხე და მომეწონა, მიავ ))
2. ისე წავიკითხე, თითქოს პირველად ვკითხულობდი...
ამ წერილებშია შენი ის ფრაზები, მე რომ განსაკუთრებულად მიყვარს :
"გული უჩერდება ჩემს ქალაქს ნელ-ნელა, ბროწეულისფერო, გული უჩერდება ისე, რომ არ აწუხებს. როგორც შობაა ახალ წლებს შორის, ისე გაეჩხირა წარსულსა და მომავალს შუა და ვეღარ გაუგია, წინ რომელია."
"ისე გაკეთდა ჩემი ქალაქი, ჯოკერი მორჩა. "
"იცხოვრეთ ისე, როგორც ცხოვრობთ: კეთილად, უბოროტოდ, სიყვარულით და სიკვდილის მერე მოხვდებით ქუთაისში. "
ჰოდა, შენი მოთხრობები სუულ ყველა მიყვარს მე, იმიტომ რომ - "იმიტო, რო ქე რო მაგარი ხალხი არიან, ქე რო ძაან მაგარი ხალხი არიან," იმათზე წერ და ისე წერ, როგორც დები იშხნელები მღერიან...
ისე წავიკითხე, თითქოს პირველად ვკითხულობდი...
ამ წერილებშია შენი ის ფრაზები, მე რომ განსაკუთრებულად მიყვარს :
"გული უჩერდება ჩემს ქალაქს ნელ-ნელა, ბროწეულისფერო, გული უჩერდება ისე, რომ არ აწუხებს. როგორც შობაა ახალ წლებს შორის, ისე გაეჩხირა წარსულსა და მომავალს შუა და ვეღარ გაუგია, წინ რომელია."
"ისე გაკეთდა ჩემი ქალაქი, ჯოკერი მორჩა. "
"იცხოვრეთ ისე, როგორც ცხოვრობთ: კეთილად, უბოროტოდ, სიყვარულით და სიკვდილის მერე მოხვდებით ქუთაისში. "
ჰოდა, შენი მოთხრობები სუულ ყველა მიყვარს მე, იმიტომ რომ - "იმიტო, რო ქე რო მაგარი ხალხი არიან, ქე რო ძაან მაგარი ხალხი არიან," იმათზე წერ და ისე წერ, როგორც დები იშხნელები მღერიან...
1. სანდრო, როგორ მიხარია, როცა გამოაჩენ ხოლმე ძველებს :) ახლა მე იმის თავი არ მაქვს, რომ მივხვდე, ძველი რომ არაა და ანდა გადაკეთებულია, მაგრამ მე მახსოვს შენი "ჯოკერი". მოგიკითხე სანდრო, როგორ მიხარია, როცა გამოაჩენ ხოლმე ძველებს :) ახლა მე იმის თავი არ მაქვს, რომ მივხვდე, ძველი რომ არაა და ანდა გადაკეთებულია, მაგრამ მე მახსოვს შენი "ჯოკერი". მოგიკითხე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|