ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2015


*** ***(ავად არიან ჩემი მეგობრები)

                                        "ჩემს დობილებს მზე უყვარდათ ოქროზე მეტად".
                                                                      (ირმა შიოლაშვილი)

ავად არიან ჩემი მეგობრები...
არიან ავად
და იხდენენ ავადმყოფობას.
ავდარში, დარში მოხდენილად დააქვთ სხეული,
სულ ფერმიხდილი, გაუმხელელი ოცნებები აუხდენელი.

ეჰ, რა ხანია
აღარ მოხტიან გასახედნი კვიცებივით ის ბილიკები.
მოხტიან აღარ.
აღარც მზეა და არც მთვარეა სულში ნახატი.
აღარც ნიავი, ნატვრისთვალი, "იავნანინა".
ნამზეურ მკლავებს დაერწიათ უნდა აკვანი.

ახლა ახალი წელიწადის აპნისი კვნესის.
წარსულში დარჩა აპრილი და მაისის თქეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები