ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2015


*****

რაა გინდ, ეს მთები მაგ ბარში ჩაგიდგა?
თუ ჩემი იღბალი ვცემო..?!
მომაკვდავს იმედი მე გვერდში არ მიდგა.
ან რად მინდ იმედი ჩემო?!
მობრუნდი მზექალო, სანამ მზე გახელდეს
სიცივე ატანდეს ნაბად,
ჩემ დილას მაგ შენი თვალებით ვახელდე
და ნისლებ ჩაგაცვა კაბად..
ბარშია აბრაგი მთას უძგერს თან გული
გზა ჩემი საძნელო თუა..
აიღ და გადამკარ უარი-ფრანგული.
მემრ თუ გინდ გადამჭერ შუა.
სიცოცხლე წრეა და უშენოს გავალ წრეს..
არ ვიცი რიგიან წესი..
სირცხვილაც ქუჩაში შარვალი გავაძრე
სიმორცხვეს არ შერჩა მყესი.
ვერც ნაცარ ვაღვიე ასეთმა უსულომ,
ვეღაცა გლახაკთა ვწყალობ.
მარტოდენ ვის მინდა სურვილებ ვუსრულო
ვერც მთვრალმა შაგბედე ქალო.!
ციცაის სიცოცხლე იწყება -მეცხრიდან
მემრ კაცის გულია კრული..
ხმელ-ხმელა ღრუბლებით აგინთე ცეცხლიდა.
მოდი და გაითბე სული..
ბარში ვარ და მაინც, ბარში ვარ და მაინც,ჩემ სოფლის მენატრა მთა-ველ.
მივდივარ ჩემის გზით, მივდივარ ჩემის გზით,რაა მემრ საძნელოც თუა..
შენ ფიქრით დავბერდი,შენ ფიქრით დავბერდი.თუმცა რა სხვისკენა წაველ..
რადგან შენ, უარად ფრანგული გადამკარ, მომკალი, გადამჭერ შუა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები