ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მარტი, 2015


გაბრიელ ჯაბუშანურის შესახებ

ვაჟა–ფშაველას შემდეგ ქართულ მთას გაბრიელისთანა პოეტი არ ჰყოლია!
ლუკა რაზიკაშვილის მსგავსად ხევსურ პოეტს მძიმე დროს მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა.
გაბრიელ ჯაბუშანური სხვა პოეტებისგან განსხვავებით ჩრდილში იყო მოქცეული, მას არ ხიბლავდა დიდება!
ერთ–ერთ ლექსში გაბრიელი ამბობს:

''არ ვითხოვ ჩემთვის დითირამბს,
არც მელექსეთა მეფობას;
გაბრიელს არ მსურს დიდი რამ, –
სულ მცირე რამე მეყოფა''.

დაბოლოს:

გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

https://www.youtube.com/watch?v=G8t8NvDul50

ეს ლექსი 2010 წლის ზაფხულში დავწერე, ხოლო სიმღერად 2011 წლის გაზაფხულზე იქცა... ჩემმა მეგობარმა ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით თხუთმეტ წუთში მოარგო მუსიკა ამ ჩემს ექსპრომტად დაწერილ ლექსს.

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი იყო თავის თაობაში... უცებ მოვიდა მასზე სიტყვები გონებაში და მეც ცარიელ ფურცელზე გადავიტანე გონებაში აღბეჭდილი სიტყვები.

ამ სიმღერის პრემიერა 2011 წლის 26 ივნისს შედგა მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოზე, ამ სიმღერის პოპულარიზაციაში არანაკლები წვლილი მიუძღვის გელა დაიაურს, რომლისაც მე უზომოდ მადლიერი ვარ... უღვთოდ გასწირა განგებამ ეს არაჩვეულებრივი პოეტი, ვიცი რომ მასაც ძალიან უყვარს ჯაბუშანურის პოეზია.

პატივისცემით – ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები