ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2015


მ ა რ ჯ ო

          მ ა რ ჯ ო

ჩემო,  მშვენიერო,  ჩემო,
ჩემო,  უჩვეულო,  მარჯო,
ჩემო,  აპრილო  და  მარტო,
ჩინო,  ამ  გონების,  თვალო.

ჩემო ,  ვარსკვლავება,  მარჯო,
ერთობ,  შეგონებავ,  დარდო,
წმინდა  ოცნებები,  მინდა
შენზე,  სამუდამოდ  ვქარგო.

ფრესკის  ანგელოზებს  გავხარ,
ველურ  მიხაკისფერ  ღაწვით,
ქადა-პურ-სანთელი,  შენთვის
დღემდე  უთვალავჯერ  ჩავწვი.

მაგრამ,  მაგ  იდუმალ,  დარდებს
მიკვირს,  რის  გამო,  ვერ  ჩავწვდი.
შენც, რად  ვერ  ამჩნევდი,  ჩემში 
დარდს,  უფლის  კალთამდე  აწვდილს., 

ფიქრში,  გაილია  მთვარე,
ვარსკვლავთ  მიაფარა  ჩადრი.
ცისკარს,  მოგონება  მიაქვს,
მზის  სხივს  ვეღარაფერს  ვადრი

იქნებ  ვაგვიანებთ,  ჩვენც, და
სადმე  ჩვენც,  მოვიწყოთ  ბაღი,
ველურ  მიხაკებიც,  სულს  ვრგოთ,
გულს,  რომ, აღარ  ჰქონდეს  დაღი.

ჩემო , უებარო  დარდო, 
ჩემო,  საუცხოვო  მრწამსო,
თქვეს  საწყვილებელი  ვარდი,
ერთურთს,  ნამეტნავად,  ჰგავსო.

მგონი,  სხვა კუთხეში,  გზაზე,
შენფერს,  ვერ  ვიპოვი , მსგავსსო.
მითხრეს,  ნაწილია  შენი,
თუკი,  ნაბიჯ-ნაბიჯ  გგავსო.
                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები