ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2015


უსათაურო

...სიმეტრიულად დამკიდეს ცასა და მიწას შორის ჩემივე თმებით,
რომ სადღაც ერთებს შორის ნელი და მსუბუქი ცურვა...
მეორე სევდის მესამე ფერი ფორტე და
მეხუთე ღიმილის მეშვიდე ბგერა თეთრი....
შავ-თეთრ ფილმებს რაღაცნაირი სევდა დასდევთ....
ნოსტალგიის კი არა და....
აი იმგვარი სევდა ... ფერებს რომ იგონებ და მუსიკას იფერებ....
.....სიმეტრიულად დამკიდეს ცასა და მიწას შორის ჩემივე თმებით,
რომ მერე ერთხმად ვიმეოროთ და ვიმეოროთ ლოცვა და დედა
ცისფერი კაბით ყვითელ მიმოზებს აფენდა ზედ და
ახალი მთვარეც არ იყო ისე ჩუმი და
ხელსა და ხელს შუა თვალი ქრებოდა და
თვალსა და თვალს შუა - ხელი....
რომ თვალსა და ხელს შუა გაფრენილიყო ეს ბოლო წამიც....
...სიმეტრიულად დამკიდეს ცასა და მიწას შორის ჩემივე თმებით....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები