ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 მარტი, 2015


რაინერ მარია რილკე - წყნარი ჰანგებით წკანწკარებს წყარო

წყნარი ჰანგებით წკანწკარებს წყარო,
შორს ჩანს ქალაქის კორიანტელი,
წვეროკინების კანტური მართობს,
თუმც მათი ცქერა არის დამღლელი.

ტყეა უღრანი, სამყარო ვრცელი,
გულია დიდი და სავსე ნათლით,
მარტოსულობა გაურკვეველი
მიხმობს, ჩავურგო თავი კალთაში.

27 მარტი, 2015 წ.


Rainer Maria Rilke - Der Bach hat leise Melodien

Der Bach hat leise Melodien,
und fern ist Staub und Stadt.
Die Wipfel winken her und hin
und machen mich sо matt.

Der Wald ist wild, die Welt ist weit,
mein Herz ist hell und groß.
Es hält die blasse Einsamkeit
mein Haupt in ihrem Schoß.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს