ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2015


იქნებ...

იქნებ ტყუილად ამოგიჩემე,
იქნებ შენც შეცდი - ტყუილად მენდე,
იქნებ ათასჯერ მოგიკვდი ჩემო,
შენ კი გგონივარ ცოცხალი დღემდე.
იქნებ ...
და ყველა სხვა დანარჩენი
ეჭვი ვერაფრით გადავდე გვერდზე,
შენ უსასრულოდ ყვავილობ ჩემში,
მე კი გვალვას და სიშორეს ვებრძვი.
დღე უსაშველოდ მარტივი გახდა,
ნერვებს ვერ ვგრძნობ და ჯიუტად ვიშლი,
არ ვიცი როდის შემომისახლდა
თვითმკვლელობის და სიმაღლის შიში.
და ვგავარ ახლა მარხვისგან დაღლილს,
და ვცხოვრობ ასე ფიქრებით სავსე,
რომ სიყვარულის ისტორიები
იქმნება დღეს და იქმნება ასე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები