ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2015


„გამოცდა ხელბორკილით”

რეცენზია ალექსანდრე ახალკაცის რომანზე - „გამოცდა ხელბორკილით”
REVIEW on A.Akhalkatsi Book - Exam in Irons 

                                  კარგი მმართველია ის, ვის შესახებ
                                  ხალხმა იცის მხოლოდ ის, რომ
                                  იგი არსებობს. უარესია ის მმართველი,
                                  ვინც ითხოვს ხალხისაგან, უყვარდეთ
                                  და აღმერთებდნენ მას. უფრო უარესია ის,
                                  ვისიც ხალხს ეშინია, ხოლო საშინელია
                                  ისეთი მმართველი, ვისაც ხალხი ვერ იტანს!

                                          ლაო ძი (ძვ.წ. VI ს.)
რეცენზია მინდა დავიწყო იმით, რომ ალექსანდრე ახალკაცის ნაწარმოები „გამოცდა ხელბორკილით” არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო, არაორდინალური ნაშრომი, რომელიც ბოლო პერიოდში წამიკითხავს და ამასთანავე, გარკვეული ემოციური დატვირთვით აღავსებს. იგი შეიქმნა არა მარტო ჩვენი საზოგადოების ფართო ფენებისათვის, არამედ მას გააჩნია დიდი პოტენციალი - გაიცნოს მსოფლიო საზოგადოების იმ პროეგრესულმა ნაწილმა, ვისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოებაში პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები წარმოადგენს ძირითად ფასეულობას, ცხოვრების წესს.
წიგნში წარმოდგენილი საკითხები, რომელზეც გვექნება საუბარი, უდაოდ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოშიც და მასზე მრავალი სხვადასხვა ლიტერატურული თუ მეცნიერული ჟანრის ნაშრომი დაიწერა.
ახალგაზრდა პუბლიცისტის რომანში აღწერილია კაცობრიობის ერთ-ერთი საშინელი სენის, ტოტალიტარიზმის, როგორც ანტიდემოკრატიული პოლიტიკური სისტემის, მაგალითი. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ამ წყობის გამოვლინებები, როდესაც იგი აკონტროლებს და ერევა საზოგადოებრივი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში, სრულიად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე.
ამბავი ასახავს ერთ-ერთი ქართველი სტუდენტის ისტორიას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, თუმცა სხვა ენაზე რომ წაიკითხო ეს ნაწარმოები, ვერც კი მიხვდები, რომ მასში განვითარებული მოვლენები საქართველოშია მომხდარი, გარდა რამდენიმე ფაქტისა. როგორც ჩანს, ავტორი არც აპირებს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბების ჭრილში წარუდგინოს მკითხველს თავისი ნაშრომი.
ამიტომ, თვალშისაცემია აღნიშნული წინგის საერთაშირისო ასპარეზი და მკითხველი კარგად მიხვდება, რომ განვითარებული მოვლენები შეიძლება „მოუხდეს” ნებისმიერი ქვეყანაში, სახელმწიფოში, სამეფოსა თუ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში არსებულ რეჟიმებს, რადგან ის სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელზეც საუბარია ნაწარმოებში, დღესაც არსებობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და კაცობრიობის დიდ სატკივარს წარმოადგეს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახალკაცის ნოველა თუ ითარგმნა საერთაშორისო მკითხველისათვის, გახდება სანიმუშო და სამაგიდო წინგი ისეთი პოლიტიკური სისტემის პრობლემატიკის შესწავლისთვის, როგორიცაა ტოტალიტარიზმი, მისგან გამოვლენილი სხვადასხვა მიმართულებები და სახელმწიფო წყობის თავისებურებები.
სიუჟეტი მოიცავს სტუდენტის მიერ გადატანილ ბატალიებს საპატიმროში. მის მიერ აღწერილი პერსონაჟები შეიძლება, შევადაროთ ბევრ საერთაშორისო ე.წ. „მოღვაწეს”, ტირანს, სისხლიანი გადატრიალების შედეგად ხელში ჩაგდებული ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელს, რომლებიც საკუთარი ამბიციების და იდეების დაკმაყოფილებისათვის, ჩადიოდენ უამრავ დანაშაულს კაცობირობის და საკუთარი ხალხის წინაშე, ციხეში სვამდნენ უდანაშაულო ადამიანებს და ა.შ. ასეთი „ლიდერები” კარგადაა ცნობილი ქართული და მსოფლიო საზოგადოებისათვის: პოლ პოტი, აუგუსტო პინოჩეტი, სალვადორე ალიენედე, უგო ჩავესი, ინდი ამინი, ჟან ბედელ ბოკასა, კიმ ირ სენი, კიმ ჩენ ირი და ახლა უკვე კიმ ჩენ ინი, სადამ ჰუსეინი, ვლადიმერ პუტინი, მუამარ კადაფი, აპარტეიდის რეჟიმი, აღარაფერს ვამბობ მუსოლინის, ჰიტლერის  და სხვათა შესახებ. 
აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნაწარმოები არის ძიება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი რთული და ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესის გადაწყვეტა ძალიან რთულია და ფაქტიურად გადაუჭრელია, ასეთ ცალკეულ შრომებს ყოველთვის ეყოლება მსოფლიოში დიდი არმია გულშემატკივრებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლის მომხრეებისა.
როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ამბობდა – ბირმა, ირანი, სუდანი, სომალი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კუბა, ვენესუელა. Mმე კიდევ შემიძლია ჩამოგითვალო 150 ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც სჯობს არ დაიბადო, სადაც ბავშვობის ასაკიდან შენში სიძულვილს ზრდიან იმისათვის, რომ არასოდეს გაიგო სიმართლე და დუმდე. ხოლო სიმართლე იმაშია, რომ გარეწარი-მისტიფიკატორი სარგებლობს სიტუაციით და ივსებს თავის ჯიბეს.
ნაშრომი კულტურული მემკვიდრეობისათვის უდავოდ მნიშვნელოვანი შენაძენია. იგი ხელს შეუწყობს სპეციალისტებს, პედაგოგებს, სტუდენტებს და საერთოდ, დაინერესებულ პირებს, გაეცნონ ტოტალიტარიზმის სისტემის ასპექტებს და მის გამოვლინებებს, ერთი სტუდენტის მაგალითზე.
      მიუხედავად  ზემოაღნიშნული ასპექტებისა, ნაშრომის მიმართ გვაქვს ორიოდე არსებითი ხასიათის შენიშვნა და სურვილი:
მართალია, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ წიგნში აღწერილი თემის აქტუალურობის შესახებ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, იგი გაჯერებული ყოფილიყო მხატრული სტილით, ვინაიდან ავტორი უფრო ქრონოლოგიას აქცევს ყურადღებას და ეტაპობრივად აღწერს მოვლენებს, რაც, შესაბამისად, დაბლა წევს ნაშრომის ეფექტურობას ლიტერატურული თვალსაზრისით და უფრო მონოგრაფიის ან საავტორო ნაწარმოების ეფექტს ავლენს.
ერთი შეხედვით, ამის მიზეზია თავისუფლებას მოწყურებულ ახალგაზრდაში დაგროვებული პროტესტი არსებული რეჟიმის მიმართ. სურვილი ჰქონდა აღეწერა ფაქტებით და ცალკეული ისტორიებით განვითარებული მოვლენები და არ მიაქცია ყურადღება მის მხატრულ მხარეს.
ამიტომ, ალექსანდრე ახალკაცის ნაშრომის ჟანრის განსაზღვრა საკამათო თემაა. ალბათ, მკითხველისთვის იგი უფრო ავტობიოგრაფიულ რომანს წარმოადგენს. 
და რეცენზიის ბოლოს, დავესესხები ახალგაზრდა რომანისტის სიტყვებს:
„დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ადამიანებს რყვნიან და აუბედურებენ!” (ა. ახალკაცი - „გამოცდა ხელბორკილებით”)

   
                                                                                ზვიად ტყაბლაძე 


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,                   
      საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი,
      ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების ექსპერტი                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები