ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2015


ბიჭები

-ცოტა კი შევთვერი ძმობამ .
-ჰო მეც არამიშავს.
-ხელი გადამხვიე არ წავიქცეთ.
-რას აიჩემე ეს ფეხით სიარული,მიგვიყვანდა ბარემ თორღვაის ვაჟი სახლამდე.
არა, გავლა მინდოდა ფეხით. ეს ბილიკები ხომ არ დაგვიწყნია ბიჭო,
,ორივეს ალალად გაეღიმა, სხვამ კი ვერავინ დაინახა ,ვერც თვითონ ხედავდნენ ერთმანეთს, ღამე იყო.სოფლის ნაოჭებიან გზისაფარზე მეგობრები ერთმანეთს მიუყვებოდნენ.
-მჭერმეტყველო
-მსმელთა მსმელო.
-ულბობელო
-დარდის მკვლელო
-ტრამლის მგელო.
-შენ რომ შენებური არ გამოურიო არ იქნება, ტრამლის? რომელი ტრამლის კვამლის ტრამლის? ა - ა? შეჭამე? გაგიქრეს საავტორო ლიცენცია.თუ გშიოდა ვისი მოგერიდა 2 ლუკმა -აქეთ-იქით, ისეც გვარიანად უბაყუნებდი...
ეხუმრა მარცხნივ მიმავალი და მზურნველ-მოფერებით კილოს ვერ იწყენდა იცოდა ,მხარმარჯვენა მეგობარი.
იცნობდნენ კარგად ერთმანეთს.
სიმაღლით ერთი მეორეზე იქნებ მაღალიც იყო,მეორე პირველზე იქნებ გამხდარიც,იქნებ ასაკითაც მეტი იყო რომელიმე,მაგრამ ამაზე არ უფიქრიათ იმ ღამეს,ვინ როგორი იყო, საყდარში ხატებს ცქერას იმიტომ არავინ დაუწყებს იმის წონა სიმაღლე რომ თვალით გაზომოს.ეს სიწმინდეს არ ეკადრება.
არც ძმობის სიწმინდეა საყდრის სიწმინდეზე რამით ნაკლები. ვამბობ მე და ვიცი რასაც ვამბობ.
-გახსოვს ეს როდის გითხარი? პირველად რომ ვიჩხუბეთ.
ნათეთქვი ძაღლებივით რომ ვეყარეთ ძირს და ვქასქასებდით, სულს მოვითქვავდით ერთხანს და მერე ისევ დავეტაკებოდით ერთმანეთს,სულ მტვრიანები, სისხლიანები,ერთმანეთს ბოლოს რომ გადავეხვიეთ და ძმაკაცოს რომ ვეძახდით, მაშინ კი მომასწარი და ხელში შენ ამიყვანე.
-როგორ არ მახსოვს, აი ესე დაახლოებით,
უცებ კისერზე შემოდებული ლომის თათი ჩამოიღო წელზე მოხვია და მარცხნივ მიმავალი ხელში აიყვანა, თან გიჟივით იცინოდა. ძმაკაცო ! ძმაკაცო! ძმაკაცო!
-უხხ წელი... დამსვი შე ოხერო , სიცილს ჭმუნვით იკავებდა მარჯვენა,კარგი კარგი.. რას მაქანავებ გამიჯდება უფრო სასმელი და სახლამდე ჭირი გაგიხდები.
-ეგრეც არ მოკვდები კაი ძაღლი ხარ.
-ჰა ჰა ჰა ყველაზე წრფელი სიცილით გაიცინეს.
მთვარის შუქი ეფინებოდა სოფელს. მკრთალად მოჩანდა ორი მგზავრის ლანდი,რომლებსაც არსად ეჩქარებოდათ, ორნი იყვნენ და მაინც მშვენივრად ერთობოდნენ, იცინოდნენ,ხუმრობდნენ. არ ეჩქარებოდათ მაგრამ.
-აი შენ ეზო-კარს მოვადექით , აბა მიდი ეხლა გუყურებ,დაბინავდი .
-არა დღეს ჩემი რიგია, სახლამდე უნდა მიგაცილო ,მერე ჩემით წამოვალ.
-კარგი ძმობამ, რა საჭიროა, მიდი დაისვენე კარგი მთვრალი ხარ,
-არა მეთქი.
აღარ ყოფილა მეტი ხვეწნა-მუდარა,მეტი დაჟინება და ჭირვეულობა საჭირო,
ორივემ იცოდა, ერთმანეთის კის-და არას ფასი.
წავედით.
-ის რა ჩრდილია? ვიღაც ხომ არ აგვედევნა, ან ჩვენ შეშინებას ხომ არ ცდილობს?
-კარგად ხუმრობ.
-გინდა ძვლები დავამტვრიო?
-გვიშავებს რამეს?
-იქნებ ძაღლიცაა,
-ან რა ჩვენი ჭირი ეგაა, შეეშვი ნახავს თავის გზას,
10 წუთის შემდეგ ერთ ვიწრო ორღობეს აუყვნენ ისევ სიცილ -ღრიალით.
-მოვედით.
-მოდი ერთი ჩაგეხუტო და წავედი
ერთმანეთს ძლიერად გადაეხვივნენ.
-ღამემშვიდობის ძმისაო,
-დაჩაგრული არ მენახო!
-შენც ფორმაში ხარ, (ხუმრობას ვგულისხმობ)
-თხა თხაზე ნაკლებიო..
-კარგი ძილინებისა, ხვალ ადგები,ცხვარ-ძროხას მიაბინავებ და გადმომივლი.გასაგებია?
-მასე ვქნათ.
ხელი ძლიერად მოუჭირეს ერთმანეთს და ის ის იყო მხარმარჯვენა მძიმე ჭიშკრის სახელურს ვინც იცის ასე მერამდენედ დაეჯაჯგურა,
მძიმე კარი ჭრიალით გაიღო,რომ უკან მოიხედა.
მხარმარცხენა გაუნძრევლად იდგა.
- რა ხდება? ხმაში ცოტა ბზარით მაგრამ მაინც რიხიანად გამოეხმაურა,ზღურბლზე მდგარი მემარჯვენე,
- რაღაც დამავიწყდა.
-მაბრიყვებ, შე სულკატიანო.
-ალბათ გვიანია,რომელი საათი იქნება?
-შუაღამეა ,არვიცი.
-მიდი ერთი ჭიქა ყვინო გამომიტანე.
-შემოდი სახლში დავლიოთ, თუ დალევა გინდა, რა ჩემი მოგერიდება?!
-გამომიტანე ერთი ჭიქა ღვინო..
ორიოდ წუთში ღვინით და ნატეხი პურით ხელში ეზოს კართან კაცი გამოვიდა,
ზუსტად ისე როგორც სახლის სარკმლიდან სანთლის შუქი გამოდიოდა-ძლივს.
-გამომართვი
ჭიქა მეგობარს ხელში მიაწოდა, სალუკმად თვითონ მოუტეხა პური. გაჩუმდა.
-პირამდე სავსე ღვინო სულმოუთქმელად დაცალა ,და მერეღა ამოსთქვა:
-დაბადებისდღეს გილოცავ ძმაკაცო!.
ნაბიჯი ორივემ ერთად გადადგა,მაგრამ მხოლოდ მხარმარჯვენას ცრემლებმა მიწაზე დაასწრეს ფეხის დადგმას.
-მაინც არ დაგვიწყებია.
-რა დამავიწყებდა ,თან კურატივის კისერივით დაგიმრგვალდა ასაკი,გიგლავ.
-4 წლით შენზე დიდი.
-სამოცდა მეთხუთმეტე წელს გილოცავ ბიჭო.
-ამჯერად მხარმარცხენამ მოხვია წელზე ხელი .
-დავბერდით ძმაკაცო..
-ერთად დავბერდით!
-მალე ალბათ სახლამდე ვეღარ მოგაცილებ, განა რამდენს დაგვაცდის ღმერთი,
-არვიცი, წამოდი მოვასწროთ.
-ხელი გადამხვიე არ წავიქცეთ.
ეზოში შევიდნენ ორივე, იქვე ზაფხულის სიგრილით მწვანე ხასხასა ბალახზე ჩამოსხდნენ.
მე მეტი არ მახსოვს. სამი სადღეგრძელო გავიგე მხოლოდ,
-შენ დაბადებას გაუმარჯოს გიგლავ.
-ჩვენ სიბერეს გაუმარჯოს უშიავ.
-იმარჯვოს ჩვენმა ძმობამ,დიდება უფალს.!
სოფელის გრილი ღამე ფეხისწვერებზე შემდგარიყო.
ბებერი სოფლის უკუნი,მხარგანიერერი "ბიჭები" აუღელვებლად უცდიდნენ, წუთს, როცა რიჟრაჟივით სიკვდილი, მათი სიცოცხლის ბრალდების განაჩენს სისრულეში მოყვანას დაუპირებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები