ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2015


ლ ა მ ი ს ა ღ ი გ ა ვ ა მი წ ი დ ა ნ პ ი რი ს ა

ლ ა მ ი ს  ა ღ ი გ ა ვ ა  მ ი წ ი დ ა ნ  პ ი რ ი ს ა


ბუხარი  გიზგიზებდა,  სითბო  ტრიალებდა,
თოვლი  ჭრიალებდა,  ცა  კი,    კრიალებდა.
მზე  ბდღვრიალებდა,  მდინარე  ჩხრიალებდა,
ზარი  წკრიალებდა,  ხალხი  თევზივით  ხიახებდა.
ზღვა  ღრიალებდა,  მეხი  გრიალებდა.
ტორნადო  მიარღვევდა,  მტვერი  რიალებდა.
ნაფლეთებიდან,  სისხლი  ნაკადად  ციალებდა.
და  გმინავდა,  გმინავდა,  გმინავდა  დედამიწა....

სადღაც  ხმელ  ფოთოლს,  ქარი  მიათამაშებდა... 
უმისამართოდ  და  საწინააღმდეგოდ,  მისი  ნებისა.

და  გრგვინვა  მიწისა, მისწვდა  უფალსაც...აღმოსავლისა  კარიდან....
შეაშველა  ხელი,  უფალმა,  ღვთისმშობლის  წილხვედრს  ქვეყანასა...
რადგან,  დედასავით  უყვარდა  და  ახარებდა  აქაურობა,  მას  დღიდან  შობისა...
                                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები