ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2015


მ უ ხ ა ვ ფ ე ს ვ მ ა გ ა რ ო

                მუხავ  ფესვმაგარო

ტოტებგაშლილო  და
მუხავ  ფესვმაგარო
ვირთხა  დაფარულად  ფესვებს  რად  გითხრისო?

მიწავ  წალკოტო  და
მიწავ  სამოთხეო
ხიბლს,  მიმზიდველობას,  მითხარ ვინ  გიქმნისო.

შენთვი  საამაყო
შვილებს  მემკვიდრეებს, 
იქნებ  გაამხილო  ახლა  ვინ  გიზრდისო.

ცაო  საოცარო
ცაო  დამასტისო
მითხარ  საქართველო  ასე  რად  სტირისო?

მითხარ  მოღალატე 
მზაკვრულ  გეგმებისთვის
სასჯელს  ლინჩის  წესით  როდის  მოიხდისო?

მითხარ  უნიათო 
მშობელს  შვილისათვის
აქვს  თუ  არა  ფასი  მისთვის  ვითარ  ჩირსო?

მშობლის  სიყვარული 
მისი  ერთგულება
შვილო  სანაქებოვ,  მითხარ  რადა  ღირსო?

ერის  სიყვრული
ქვეყნის  ერთგულება
გეტყვი  გულწრფელად  რომ  სხვისთვის  მეტად  მშურსო.

დედა-სამშობლო  და 
დიდი  სიყვარული
ვფიცავ  გულმართლად  რომ,  ძვირზე  ძვირად  ღირსო.
                                                                                                                 
სული  ქართული  და 
ზრუნვა  დღენიადაგ
მეტად  რთულია  და  ახლა  მეტად  ჭირსო.

გთხოვდი  შენს  სამკვიდროს 
მშობლის  დატოვილსო
ნუ,  ნუ,  დაუტოვებ  გულით  ბოროტ  დგმურსო,
                                                                             


                        დედა- სამშობლოვ

დედავ-სამშობლოვ,  საქართველოვ,  მუხას  გადარებ.
მუხას  ტანმაღალს,  ფოთლებს  ძირში რომელს  აცლიან.
მუხას  ფესვმაგარს,  ვირთხები რომ  შემოსევიან
და  გახარებას, მხრებში  გაშლას  აღარ  აცდიან.

                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები