ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2015


.... ... ....

ვიწექი სადღაც თეთრზეწარში - ვგრძნობდი, ავად ვარ.
ყველა ანთებას პოეზიის წამლით ვიქრობდი.
ახლა ექიმი,პაციენტი. მორგიც თავად ვარ.
და ღმერთო ჩემო.! კიდე რამდენ რამეს ვფიქრობდი.
თან ჩემი სული თითქოს რაღაც დუმილს უხმობდა.
და აღარ მახსოვს, მარტოობა როგორ გაერთო.
ვყვიროდი დუმულს და ვხვდებოდი ახლა უხმოდაც
რომ არაფერი აღარ მქონდა დროსთან საერთო.
რომ აღარაფერს აღარ ვაკლდი გარდა გვამების,
აღარ მაბამდა სარეცელზე შავი ზონარი.
და სისხლით ისე დავიცალე როგორც მამების,
ჭიქად დაცლილი შესანდობარ-მოსაგონარი.
ჩემი წარსული დიდი იყო რაღაც უზომო.
როგორც, სიმართლით დახოცილი ქალის ეჭვები.
ბეჭები მინდა მტკაველით რომ გადავუზომო
სიკვდილს და მერე დავანახო ჩემი ბეჭები.
განიერი და დატყაული ცოდვის მხრებიან..
ხურჯინს ჩასხმული ბატკნებივით გულით ბღავიან.
ჩემი ფიქრები, სიზმრები კი- სადღაც ქრებიან.
ჩემი ცოდვები, ეკლესიის თეთრი კრავია.
მორიგი დილა, სიცოცხლეზე მეტად მბეზრდება.
და თენდებიან ღამეები ხველებ-ხველებით.
ბოლოს გველებში უბეები გამომეზრდება.
ახლა უბეში მეზრდებიან ისევ გველები.
ვილოცე ასჯერ დანგრეული ციხე-სიმაგრე.
ისე ვაჭენე ჩემ იაბოს ხშირად ნალები,
გაუცვდა მერე არ შეიტყო თავს რომ იმაგრებს.
და ღორღიანზე დაჩაკჩაკებს წვალებ- წვალებით.
მერე.. უთქმელი მწუხარების კვამლებს გავატან.
შეღებულ სარკმელს, ლოცულობენ უხმო კაცები.
დამრჩება ისევ ავადმყოფად თეთრი პალატა.
ან სასაფლაოს ფილაქნები ბოლთანაცემი !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები