ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2015


#----#

იმ წრფივ, უსასრულო გზაზე
სულის არსებობას მე რომ შევადარე,
სუნთქავს მონაკვეთი,
სიცოცხლე რომ ჰქვია,
თითქოს უმნიშვნელო,
მასზე ანთებული მწვანე ღამეებით_
ზურმუხტის ველები
ნაზი ყვავილებით მოჩუქურთმებული.
მიდი, შეეცადე, დაიჭირო წამი,
როცა ვნებით მოწყვეტ ფერად ყვავილედებს,
ბოლომდე შეიგრძნე სურნელება მათი,
ვიდრე მოვა ჟამი,
ხელში ჩაჭკნობისა თოთო თაიგულის.
სათუთად შეკარი ნაზი იკებანა
მწიფე შეგრძნებების,
ის სულ მოგაგონებს
ღამის მოსასხამში მოციმციმე წამებს.
სხვანაირად უკან მოხედვისას
თვალებს აგიცრემლებს გათელილი ველი
და ვერ გაიხსენებ
შენი სიყვარულის ცოცხალ სამკაულებს,
აფსუსი იქნება ყველა მუხლიჩოქი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები