ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2015


ა ყ ვ ა ვ დ ი ს ა მ შ ო ბ ლ ო ვ

  ა ყ ვ ა ვ დ ი      ს ა მ შ ო ბ ლ ო ვ

ვნატრობ,  აყვავდე  სამშობლოვ ,
ნატვრა    ხომ ,  ერთი  წამია.
ცრემლი  წარსულზე,  ამჟამად,
თვალზე,  უაზრო ნამია.

სინანულს,  თავის  დაღი  აქვს,
ღამის  მნათობი,  მთვარეა.
რასაც,   ვერაფრით ვერ შევცვლი,
ვფიცავ,  ყველაზე მწარეა.

ზოგჯერ,  მწარეა შარბათი,
ზოგჯერ,  ნუგბარიც  შხამია.
საწუთროს,  ვერ  შეაჩერებ,
საწუთრო,    წამზე ჩქარია.

ეხ,  საქართველოვ  უტკბესო,
ნუგბარო  ბადაგივითა.
ნეტავი  გნახო,  შეგმოსონ,
ბრწყინვალედ,  დავითივითა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები