ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2015


წვიმიანი ლექსი

გარეთ წვიმაა, ჩუმად ვუსმენ წვიმის კამერტონს,
მოწყენილობამ ჩამომკიდა სევდის კოლიე.
მოსაღამოვდა, მარტოობა მსურდა გამერთო,
ერთმანეთისგან სულ რაღაცას ვითხოვთ ორივე...
დღეს არ გამოვა! - გაიფიქრა ფიქრმა უთქმელად,
ჰო, გარეთ წვიმა დადიოდა ქუსლის კაკუნით...
შემომაფეთეს მომლოდინე მზერა ფურცლებმა,
ისინი მე და მე კი იმათ ლექსებს ვაგონებ...
მოწყენილობა ხასიათთან მიეთმოეთობს,
საგნები სახეს გაურკვეველ დროით მალავენ.
ხსოვნა ერთ კადრზე ჩახვეული, მე კი ვპოეტობ,
თუმცა, მსმენელი სევდის გარდა არის არავინ...
დადის მოწყენა ოთახებში უხმო ნაბიჯით,
ეს ბოლთისცემა ნერვებს მიშლის, თუმც, არ ვხმაურობ...
ნარკოტიკივით ერთი ლექსი, მერე რა მიჭირს,
გადავეშვები „სხვად ქცევაში“ სამოგზაუროდ...
                        04.04.15



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები