ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2015


ბანალური ლექსი

მიყვარხარ-ასე სხვას ვერავის შეუყვარდები,
მიყვარხარ-რადგან მზეთვალებით წყვდიადს ანათებ,
ყველა ტკივილი,ისტორიას მალე ბარდება,
მაგრამ სამყარომ მე იმდენჯერ გამასამართლა.

რომ უტკივილოდ ალბათ სული მეტკინებოდა,
და უშენობას შემიცვლიდა ალბათ ვერავინ,
მე მივეჩვიე,რომ ზურს უკან მუდამ ყბედობენ,
თუ წაბორძიკდი,ვერ ადგები,გადაგთელავენ.

მეც არაერთხელ,უმოწყალოდ გადამიარეს,
შენ, არაერთხელ-მოხვედი და წამომაყენე,
სულ შენს გამოა,რომ მე დღემდე ვადამიანობ,
შენ რომ მოგელი,არ მაშინებს თვალის გახელაც.

მიყვარხარ-ვიცი რომ ეს სიტყვაც ბანალურია,
არ მინდა ღმერთებს შეგადარო და არც ფერიებს,
შენ ოცნება ხარ,ის წყალი ხარ სულ,რომ მწყურია,
შენ სამყარო ხარ-ეს სამყარო მხოლოდ ჩემია.

მიყვარხარ-ასე უბრალო და მზეზე ნათელი!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები