ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
21 აპრილი, 2015


ა რ ი ტ ი რ ო

ნუ  ტირიხარ,  ჩემო  ტკბილო,
დაო  ციცქნავ,  პატარაო.
დამიჯერე , ძლიერ  მიჭირს,
შენი  ცრემლის  ატანაო.

რა  ვქნათ,  სანამ გავიზრდებით
გვიწევს  ბევრის  ატანაო.
გვმართებს  მუდამ  მოფრთხილება
და  ერთურთის  გატანაო.

სუ,  გაჩუმდი  დაგინახავს
ეს  ბაჭია  ნაცარაო.
შებრალდები,  ატირდება
ისიც,  ყურებცანცარაო. 

ორთავ  როგორ  მოგიაროთ
დავაშავე  ნეტავ  რაო.
თქვენოდენას  რა  მიჭირდა
მხოლოდ  თავი  მებარაო. 

წამომყევი,  დაო  ნენე,
ჩემო  ტკბილო,  პატარაო,
შეხე,  როგორ  გველოდება.
ჩვენი ლეკვიც  ლატავრაო.

დედა,  როცა  გადიოდა,
იმედი  აქვს  ჩვენი,  თქვაო.
ხოდა,  მინდა  გავახაროთ,
ჩამრჩა  ყურში , მისი  ხმაო.

ჩქარა,  სახლი  დავალაგოთ,
ნუ  გჭირდება , ბევრი  თქმაო.
თან,  სადილიც  მოვამზადოთ, 
თორემ , უკვე,  დაღამდაო.

ჩემო  ნენე,  მშვენიერო,
ჩემო  ჩიტო  ღაბუაო,
ჩუმად,  როგორ დამავიწყდა,
სძინავს,  გვიწყენს  ბაბუაო.

                                     



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები