ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თთ
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2015


* * *

იწერებოდა ჩემზე:
მელანქოლიით იფერებოდა უსიცოცხლო ხაზები.
დრო ქერივით იფანტებოდა...
დედის კალთას ამოფარებული ტკივილები
ხსოვნის რელიქვიად იხატებოდა.
იწერებოდა ჩემზე:
მიწაში ჩაფლული აღსარება პატარა ბავშვივით იწყებდა ნაბიჯების ათვლას.
სიკვდილის მდინარეში უცხო სამკაულად იპოვებოდა სურვილი გადარჩენისა.
... სადღაც,ცისქვეშეთში,''იქნებ''-ათა გადაკვეთაზე
გლოვობდი შენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს