ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2015


კუსას პოეზიიდან

,ძვირფასო, მე შენ ისე მიყვარხარ,
ისე მიყვარხარ, ისე, არ ვიცი,
გაზაფხულიდან შემოდგომამდე
გვერდში ჩამიტყდა ყველა კლავიში.
მწუხარე  გული დარდში ჩამიდნა,
ცრემლის  მორევში ჩალბა ბალიში,
დღეს ვერ ვანსხვავებ ზოგჯერ ღამისგან,
ცოტა დავკარგე ჭამის ხალისი.
გადარეული დავეძებ შენს კვალს,
ჩემს კვალს ჩამოგავს თითქოს ზომებში,
მაცოფებს შენი ნედლი სითეთრე
და კაიფს  ვეძებ წვიმის ზოლებში.
გიცდი, ლოდინი ლოდივით დამაქვს,
გაბდღვნილ ბატს მიგავს სახის პროფილი,
მე რომ ვარ, ისე გეყოლა მამა,
დაპატარავდა ცოდვით ლოგინი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები