ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2015


მ დ ი ნ ა რ ე ს, მ ო მ ბ ე ზ რ დ ა

                მ დ ი ნ ა რ ე ს ?

აქვს  კალაპოტი ,  ნაპირები,  მდინარეს  ჩემთან,
საჭიროების    შემთხვევაში  სცდება,  რომელსაც,
ვადარებ  განა,  ვერასოდეს,  პატარა  ხევთან,
მგრგვინავი  თერგის,  შფოთიან  და  ბობოქარ  ბედსაც.
რა  ეშველება,  უღრან  ტყეში  ამოსულ  იას,
მისი  სურნელი  ჩრდილქვეშ  ნიავს  ვეღარსად  მიაქვს.
ძნელია,  როცა , მზე  ამოდის  და  მაინც  ბნელა,
მიდიხარ  უხმოდ  და  მიარღძვევ  ბილიკებს  მტვრიანს.
განა  ამ  ქვეყნად ,  საოცარი  ცოტა  გვაქვს  ხელთაც,
რადღა  მივსდიოთ,  უცხო  გზებს  და  ბილიკებს  მტერთას.
განა,  ქართველმა  არ  აშენა  ხიდები  ყველგან,
არ  შერიგება  დააამკვიდრა  დაუნდო  ბედთა,
განა,  არ  სთესა  სიკეთე  და  თვით  სილამაზე,
არ  შეირჩინა,  უკვდავყოფა  სულის  და  ხორცის,
ქართულ  აკლდამებს  ძვლებმა  თავი  არ  შეაფარა,,
შემოინახა  ისტორია,  წარსული  მთელი,
სიდიადით  და  მწიგნობრობით,  ქართული  ენით.
ქარმა  მოფინა,  მოაბნია  კეთილი  თესლი,
ირგვლივ ,  დაწინდა,    საოცარი  მიმზიდველობა
სიბრძნით  იძალა,  ოქროს  ვერძიც  კი  დაიბრუნა
და  ვერაფერმა  სიდიადე  ვერ  გაუხუნა.
მტერი  ურიცხვი,  კარიბჭიდან ,  რამც  გააბრუნა,
თამარის  დროის,  გამტანობა,  ვერ  დაგვიბრუნა.
აქვს  კალაპოტი,  ნაპირებიც,  მდინარეს  ჩემთან,
ვდგავარ  უღმერთოდ,  უიმედოდ,    დატვირთულ  გემთან...
და  ვმუსაიფობ ,  ცრემლნადენი  თვალებით  შენთან...
შენ  შერიგებას  თუ  აპირებ,  მითხარი  ბედთან...
                                                                 


მ ო მ ბ ე ზ რ დ ა

მინდა  სიკვდილი,
აქ  სიცოცხლე  მომბეზრდა,  რადგან.
ჩემი  საფლავი  ღიღილოსთან  იქნება  სადღაც.
მემორიალი  ცნობილთათვის  სულ  სხვაგან  დადგან.

წმინდა  მდინარე,
კალაპოტსაც  გადასცდა  ვხედავ,
გადასარჩენად,  ჩვენი  ჯიშის  და  გენის  ბედად,
ღაბუა  ჩიტმა  საძირველი  აქ  უკვე  გადგა.
მე  კი,  სიცოცხლე  მომბეზრდა  და  დამღალა,  რადგან.
                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები