ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2015

ოცნებების მაღაზია

ერთ პატარა ქალაქში,  პატარა ქუჩაზე, წლების მანძილზე ძველმანების მაღაზია  განთავსებულიყო.  მაღაზიაში ძველმანებში გამოწყობილი მეძველმანე, სახელად მიტრო ვაჭრობდა. ბევრი ოცნება ქონდა მიტროს ბავშვობიდან, მაგრამ ვერც ერთი ვერ აისრულა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მემკვიდრეობით ძველმანების მაღაზია ერგო და მას მერე მეოცნებე მიტრო ძველმანებით მოვაჭრე გახდა.
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მიტროს მაღაზიით სარგებლობდა. შემოვიდოდა რომელიმე მოქალაქე, იყიდიდა გაქექილ  ქურთუკსა  და ნახმარ ჩაიდანს, ერთს ამოიოხრებდა და ჩაილაპარაკებდა:
- ამას უნდა ვიცმევდე ახლა მე და აქედან ვსვამდე ჩაის?- ამის გაგონებაზე მიტროს თვალები აუციმციმდებოდა და კითხვაზე კითხვითვე პასუხობდა:
-  გეთანხმებით, თქვენ ეს არ გეკადრებათ, მაგრამ მაინც რაზე ოცნებობთ?
- ეჰ, მე კი ვიცი რა მეკადრება და რაზეც ვოცნებობდი მთელი ცხოვრება, მაგრამ... ეჰ კიდევ ერთხელ ამოიოხრებდა მყიდველი და გასასვლელისაკენ გაემართებოდა.
ერთ დილას მიტროს მაღაზიას უცნობი მამაკაცი ეწვია, მხიარული სახით გაუღიმა და მიბრუნდა. დიდხანს ათვალიერა კუთხეში მიწყობილი ნახევრადდამტვრეული ავეჯი. ბოლოს ძველი, ფეხმოტეხილი სკამი შეარჩია და მეძველმანეს მიმართა:
- რა ღირს ეს მშვენიერი სკამი?
- ფეხმოტეხილი რად გინდათ, ოთხფეხიანი სკამებიც მაქვს, მართალია არც თუ ახალი, მაგრამ თქვენ მიერ არჩეულს ბევრად ჯობია. - უპასუხა მიტრომ.
- არა ჩემო ბატონო, მე ეს კამი მომწონს. აი დააკვირდით, - მყიდველმა იქვე დაგდებული ტილო აიღო, სკამს ფრთხილად გადაუსვა და გამარჯვებული სახით გახედა მიტროს, - შეხედეთ, ეს იშვიათი სახეობის წითელი ხისგან დამზადებული სკამია.  ასევე,  წვრილ-წვრილად ამოტვიფრულ ჩუქურთმებს თუ ამჩნევთ, მაქმანებივით რომ დაყვება კიდეებზე  საზურგეს. ეს სკამი  ხელოვნების ნიმუშია. ამის შემქმნელი ნამდვილი ხელოვანი იყო.
მიტრო სკამს დააკვირდა და მიხვდა, რომ მის მყიდველს მართლაც საოცარი ნივთი შეურჩევია.
- სიმართლე გითხრათ, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მივიწყებულ-მიგდებულ, ძველებურ, ხისგან გამოთლილ ხელოვნების ნიმუშს წავწყდომოდი ოდესმე, რომელსაც ჩემი დახმარება დასჭირდებოდა. - მომსვლელმა კმაყოფილი სახით გაიღიმა, საკამს  ფრთხილად გადაუსვა ხელი, თითქოს ეფერებაო და განაგრძო:
-  აი ახლა, ეს ნივთი მთხოვს დახმარებას. შველას მთხოვს, მემუდარება, მოდი, მიშველე, ჩემი პირვანდელი სახე დამიბრუნეო. რა, არ დავეხმარო? ეს ხომ ჩემი ბავშვობის ოცნებაა. აი, სკამს რომ შევაკეთებ, ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდება. უკაცრავად - მიუბრუნდა უცნობი მიტროს, -  თქვენ გაქვთ ბავშვობის ოცნება? - მიტრო გაწითლდა, ბავშვივით მორცხვად დახარა თავი და ხმადაბლა მიმართა მყიდველს;
-  ეჰ, ოცნებების მეტი რა მქონდა ბავშვობიდან, მაგრამ ვერც ერთი ვერ ავისრულე. ახლა,  მთელი ცხოვრების ნაოცნებარი გამიერთიანდა და ერთ სანუკვარ  ოცნებად  ჩამომიყალიბდა.
- მაინც, მაინც რაზეა თქვენი ოცნება? -  დაინტერესდა მყიდველი.
- ყოველ ღამე მესიზმრება, თითქოს მთის მწვერვალზე ვდგავარ, ხელები მაღლა მაქვს აწეული. ამ დროს უცნაური რამ ხდება, უზრმაზარი ცისარტყელა ციდან ეშვება და ჩემს ხელებს ფრთხილად ეყრდნობა. როგორც კი ცისარტყელას შეხებას ვიგრძნობ, ვიწყებ ძალიან ხმამაღლა ყვირილს,  აი ასე აააააააააააააააააა, - დაიღრიალა მიტრომ. - ყვირილის დაწყებისთანავე ცისარტყელა ნელ-ნელა ზემოთ იწევს, ფერმკრთალდება და საბოლოოდ საერთოდ ქრება. მაგრამ, მთავარი ის არის,  რომ ცისარტყელას გაფერმკრთალებას  მთელი ჩემი ცხოვრების დარდი, წუხილი, ავი ზრახვები და ცოდვები მიაქვს თან. ამასთანავე მე თვითონ  თითქოს ვმსუბუქდები, ხელებს ფრთებივით ვშლი და ბედნიერი მწვერვალიდან ვეშვები ფრენით. - მიტრომ უხერხულად გაიღიმა,  - ოღონდ, საით მივფრინავ არ ვიცი.
- უფ, რა კარგი ოცნებაა, - გემრიელად ჩაილაპარაკა სტუმარმა, ტუჩები გააწკლაპუნა და თვალები ეშმაკურად აუციცმციმდა.
ამ დროს  კარი გაიღო და მაღაზიაში საშუალო ასაკის ქალი შემოვიდა. ქალი ცოტა უცნაური შესახედაობის იყო. ძველებური სტილის გრძელი კაბა ეცვა, მკლავზე პატარა ხელჩანთა გადაეკიდა,  ცალ ხელში ქოლგა ეჭირა, მეორეში კი მარაო. ქალმა  მამაკაცს შეხედა და მკაცრად  მიმართა:
- სად მიგაქვთ ჩემი სკამი? - უცნობმა მიტროს გახედა და დაბნეულმა შეკითხვაზე შეკითხვით უპასუხა:
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს თქვენი სკამია? - ქალმა თვალები დახარა.
- დარწმუნებული ვარ!
- კი მაგრამ ეს სკამი მე ახლა შევიძინე ბატონ მიტროსგან და როგორც ვიცი ჩემამდე არავის ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში კუთხეში იყო მიგდებული და კაციშვილი ზედ არ უყურებდა, ან ვის რად უნდოდა ძველი, ფეხმოტეხილი სკამი?
- მე მინდა, უფრო სწორედ მე მინდოდა. -  წარმოსთქვა უკვე დამორცხვებულმა ქალმა. -  მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ეს კამი მეყიდა, ხელოსანთან მიმეტანა, შემეკეთებინა და სახლში წამეღო.
- მერე რატომ  არ იყიდეთ? - ჰკითხა მამაკაცმა. ქალმა კიდევ უფრო დაიმორცხვა.
-  ეჰ, არასდროს არ მყოფნიდა ფული. ამიტომ ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა. ახლა ეს სკამი თქვენია. - ქალი მიბრუნდა და გასასვლელისაკენ გაეშურა.
- მოითმინეთ ქალბატონო, - მიმართა უცნობმა, - თუ თქვენ ფული  გჭირდებათ მომყიდეთ თქვენი ოცნება.
- მოგყიდოთ? მერე მე რა ვქნა. ფული რად მინდა თუ ოცნება აღარ მექნება? ფული რად მინდა თუ ჩემი ოცნება ვერ ავისრულე. არა, არა ვერ მოგყიდით. - ქალმა კარი გააღო.
-ერთი წუთით ქალბატონო, თუ ვერ მომყიდით ეგებ მათხოვოთ მაინც?
- გათხოვოთ? - ქალმა გაოგნებული სახით მიიხედა უცნობისკენ - თქვენ რა ხუმრობთ? ოცნება გათხოვოთ, ხელთათმანი ხომ არ არის. - ქალმა წარბები შეჭმუხნა - დამცინით არა? - წარმოთქვა ხმადაბლა, მაღაზიიდან გავიდა და კარი გაიხურა.
მამაკაცი ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა უკან, სკამს ხელს არ უშვებდა.
გაოგნებული მიტრო გაღიმებული სახით კარებს მიშტერებოდა: ეჰ ბედნიერი ხალხი, ვერც ხვდებიან რა ადვილია მათი ოცნების ასრულება. აბა მე რა ვქნა?!

                                                    . . .

გავიდა დრო, ქალი აივანზე დგას და მთას გაჰყურებს, კარზე ზარია. „მოვიდა... ნამდვილად ის არის...“ ფიქრობს ქალი, ჩქარი ნაბიჯით მიდის კართან  და ფართოდ აღებს. კართან ჩვენი ნაცნობი მამაკაცი დგას ულამაზესი, მოჩუქურთმებული, გაპრიალებული სკამით ხელში.
- გამარჯობა ლამაზო ქალბატონო, შენთან მოვედი.
- გამარჯობა - პასუხობს ქალი და ხელს უწვდის. კაცი ხელზე ეამბორება და თბილი ხმით მიმართავს,
-ეს სკამი დღეიდან შენია!
- დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა... - ქალი სკამს ართმევს, აივანზე გადის, სკამს დგამს და ჯდება.
- ჩემი ბედნიერების დღეც დადგა და ვფიქრობ ჩვენი მიტროსიც, მთის მწვერვალს გახედე.
მწვერვალზე მიტრო დგას, ხელები ცისკენ აქვს აწეული. ხელებზე კი დიდი ცისარტყელა ეყრდნობა.
- აააააააააააააა!!! - ყვირის მიტრო, ცისარტყელა ნელ-ნელა ზემოთ იწევა, ფერმკრთალდება და ბოლოს საერთოდ ქრება. მიტრო ხელებს ფრთებივით შლის და  მწვერვალიდან ეშვება. მართლაც რომ ბუმბულივით დამსუბუქებული ბედნიერ წყვილს ხელს უქნევს და მიფრინავს...

                                                                    ***
ერთ პტარა ქალაქში, პატარა ქუჩაზე, სადაც ადრე ძველმანების მაღაზია  გვეგულებოდა, თავმომწონედ განთავსებულიყო კოხტა, ფერადი საღებავებით შეღებილი ახალი მაღაზია. რომელსაც, ცოტა არ იყოს კეკლუცი აბრა ამშვენებდა წარწერით: „ ოცნებების მაღაზია“.
დახლთან ლამაზად ჩაცმული, კოხტად თმადავარცხნილი მიტრო ამაყი სახით იდგა.  მაღაზიაში მოფუსფუსეთა რაოდენობით ვხვდებით, რომ მიტრო მყიდველების ნაკლებობას არ განიცდიდა.
რა გამოლევს ქვეყანაში მეოცნებე ხალხს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები