ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2015


მ ა დ ლ ო მ ა დ ლ ი ა ნო ( ჩემო ტკბილო ქვეყანავ)

მ ა დ ლ ო ,            მ ა დ ლ ი ა ნ ო
  (ჩემო  ტკბილო  სამშობლოვ)

მიყვარს  მეტად,  ის  ადგილი,
სადაც  დავიბადე.
დამნათოდა  საიდანაც,
ჩუმად  ღამის  მთვარე.

მოდიოდა,  ციდან  თბილი,
ცრემლი,  წმინდა  სახით.
თავშესაფრად,  მიღიმოდა,
ზეცა,  მზრუნველ  თვალით.

მიზიდავდა,  მიწა  ჩუმად,
თავის  კეთილ  მადლით.
მთხოვდა,  არსად ,  გამიმეტო ,
თუნდაც,  ერთი  ადლით.

მე  შენთან  ვარ,  მიყიოდა,
წინაპართა  ძვლებით.
ნურასოდეს,  მიმატოვებ,
ამ  ძვირფასი  ხედით.

ვიცი,  ვერსად  დაიკვეხნებ,
გაწერილი  ბედით.
ღვთისმშობელი  დაგვდგომია,
წილნაყარი  ხვედრით.

არა,  არა,  მეც  შენთან  ვარ ,
მზითაც,  შენით  ვთბები.
ამიტომაც,  ვერ  გაგვყრიან
მოარული  ხმები.

მე  არსად  მაქვს,  გარდა  შენი,
მიმზიდველი  გზები.
ამიტომაც,  ამ  ძირძველში,
სამუდამოდ  ვრჩები.

ეს  ცა  მიყვარს,  მიწა  მიპყრობს,
მთები  ლურჯად  მცქერი.
არა,  აქ  ვერ  დამკვიდრდება,
ჩვენი  მიწის  მტერი.

მე  აკვანი,  აქ    დამერწო,
შენს  ფასს,  კარგად  ვხვდები.
მიწავ,  ჩემი  საქართვეოს,
მაგ  სურნელით,  ვკვდები.

არ  მოტეხოთ,  მას  ცინცქალი,
კურთხეული  არის,
იცით  კარგად,  ქარს,  რაც  მოაქვს,
მზითვად  არის,  ქარის . 

მჯერა,  მუდამ,  აქ  იქნება,
მზე  და  თბილი  დარი.
წუთისსოფელს  აქ  ვუხვდები
ის,  ხომ  არის,  ჩქარი.

ვიცი , ჩემთვის,  დამთავრდება,
ეს  სიცოცხლე  მტკბარი.
საქართვეო ,  კი , იქნება,
მუდმივ,  მყარად  მდგარი.
                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები