ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კირაკოზა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2015


ჩემი მზე შენ ხარ

ღამით მთვარეს მოვიპარავ შენთვის,
დილით კი მზეს შენ გაჩუქებ კარგო.
სილამაზეს მე გაგიხდი მონად,
ვარსკვლავებსაც კი ვაცეკვებ ტანგოს.
გრძნობას, წვიმის მარგალიტად ასხმულს
შემოგახვევ გაუწყვეტელ ქამრად.
ისე ძლიერ დაგიმონებს იგი,
სიყვარული მოგაწვება ჯავრად.
დაგიმშვენებ ყელს სხივების მძივით,
მზე იქნება მოსასხამი შენი.
მე კი ერთი მაბადია ქვეყნად,
ეს შენა ხარ, სიყვარული ჩემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები