ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2015


მე კი გიმღერებ რამეს...

მე შენ მოგიტან იებს,
მინდა ჩაგაწნა თმაში
გითხრა, რომ ის ხარ ისევ,
როგორიც იყავ მაშინ.

მოგიალერსებ მუდამ,
ერთად ვიქნებით როცა
ჩაგიჩურჩულებ, გახსოვს
ჩვენი პირველი კოცნა?

ვერ მოვბეზრდებით ერთურთს,
დროც ვერ დაგვაკლებს რამეს
გავუმთლიანებთ ერთ გულს
გავლილ-გასავლელ წამებს!

გეტყვი, რომ კვლავ შენ გეტრფი,
რომ არ გვჭირდება ფიცი,
რომ შენ ხარ ერთადერთი
და შენი ეშხით ვიწვი.

ჟამი მოაწევს როცა
და გაანათებს ღამეს,
წამწამებს დახრი მორცხვად,
მე კი გიმღერებ რამეს...

Tbilisi
29.04.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები