ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2015


დ ე დ ა

                        დ ე დ ა

ეჰა,  როგორ  მომიხუცდი,  როგორ,
ჩემო  ტბილო,  საყვარელო  დედა,
შენს  თვალებშიც,  დიდი  სევდის  გარდა,
უკვე  ვერა,  ვეღარაფერს  ვხედავ. 

ვიტყვი,  ის  დრო  ბრუნდებოდეს ,  ნეტა,
მეცემოდეს,  მზე  შენს  ხელში,  სვეტად,
მაგრამ,  დედა,  მეშინია,  მეტად,
მჭკნარი  ფოთლის  ქარისაგან  ხვეტა.

მითხარ,  ტკბილო,  რატომ  არის  ასე,
მოგონება,  ხალისით  რომ  გვავსებს,
სულ  თავიდან,  გარდასული  წლები,
არ  იწყება, კვლავ,  სურვილის  ჟამსვე.

დედავ  ჩემო,  საოცარო ,  ტკბილო,
უძლურებას ,  ვერ  ვეჩვევი,  შენსას,
სიცოცხლეს  ვთმობ,  ამ  წუთიდან  შენთვის,
რასაც,  ღმერთი,  შენსას,  მიაკემსავს.

ეგ  თვალები,  სევდანარევ  ფერით,
ზღვა ,  ზეცაში,  შერეულა  თითქოს,
ამ  სიცოცხლეს, შენ  როგორაც,  მითბობ,
რომელი  მზე , ან  რომელი  სითბო,

ვცვლი    სიცოცხლეს,  უკვდავების  წყალში, 
ჩემთვის,  ღმერთო ,  ამის    თხოვნა  ღირდა,
დედაჩემმა,  რომ  იცოცხლოს  დიდხანს,
სული მას  გთხოვს,  გული  გაგირიგდა.

როგორ  მოტყდი,  მომიხუცდი  დედა,
შენს  თვალებში,  ხშირად,  შიშსაც  ვხედავ,
მიდღეგრძელე,  შეგთხოვ,  ღმერთო,  ღმერთო,
და  ამ  თხოვნას,  დედისათვის    ვბედავ. 
                                 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები