ვითომ მარტო კი არა ვარ, მაგრამ მაინც გული გამომიხრა ამ მარტოობამ... მარტის ამინდები რომ მოგენატრება კაცს! აბა, ჩემთან ვარდობისთვეს რა უნდა? ირგვლივ სულ თებერვლის ქარშავა ცეკვავს, თავშალიანი, შარიანი და ფეხებდაუთბუნავი, შემომიწვება ხოლმე ისედაც გადარეულ ძილისპირულებში (ვითომ სხვაგან გასათენებელი არ ჰქონდეს), წვივებიდან დაიწყებს გულის შემაწუხებელ ტრიალს და მხოლოდ მაშინ დაწყნარდება და ჩადგება, მკერდთან რომ მოაქუჩებს მთელი დღის კორიანტელს.
რა ენაღვლება? თვითონ მოჩითულ ბალიშისპირზე მილულავს თვალებს, მე კი ფიქრებით აფუებულ საბანში უნდა ავფორიაქდე და ხელისძალით მოყვანილ დილამდე ვუსმინო ბრაზიან ფშვინვას. ჰოდა, ზუსტად მაშინ ვარ მარტო, აშარი ფიქრები რომ თვალს გამიშტერებენ. სულაც არ მეხერხება მაგათთან გამკლავება. ბრძოლების მე არაფერი გამეგება და თავად ომის ღმერთს კიდევ სულ ჩემი მარტოობის ჯავრი კლავს! იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დასამარხი. იმდენი ხის ჯვარია ასამართი. იმდენი სიმართლეა დასამალი...
სულ მარტო ვებრძვი მარტოობის საცეცებს. საკუთარ თავს ვცრი ფიქრისფერ საცერში. ალმაცერად ვუცქერ აცრემლებულ საძილე ზღაპრებს, ხან რას მპირდებიან, ხან რას. ოღონდ დავიძინო. ოღონდაც ამ მტვერის გაცრა დავასრულო. სულ მარტო ოღონდაც.
მე კი ვწევარ, ვწრიალებ და სიზმრებს ვუხმობ. ქატო და ფქვილად ვიცრები. იქნებ, როგორმე დავიძინო, იქნება, სუნთქვა დავიგუბო. იქნება, ღამე დავირჩინო... და რომ მგონია, ეს-ეს არის უკვე გადავრჩი, ყველა იმედი მიცრუვდება, საცერიც ხელიდან მიცურდება და მარტოობისგან გაცრილი ჩემი თავი ხელახლა გასაცრელი მიხდება.
არც მეგობარი მტრედები მყვანან. მართლა ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობ, დასახმარებლად რომ გამოვიხმო. თავიც გამიხმეს! მაგათი ისე მეშინია (წითელი ფეხების კი არა, სულ დაფეთებული ფრთოსნობის გამო). ჰოდა, დღეს რაღა გასაკვირია, ასე რომ ვიცი მარტოობის გემო, უძილობის ფერი... ამ ქვეყნის კი არაფერი გამეგება, სულ არაფერი. გადავიფარებ უსიზმრობით გამოხრულ საბანს, დედაჩემის ხელით ნაგვირისტევი ნაკვალევი რომ შერჩენია და ვფიქრობ, რამდენი გზობა ფქვილი დარჩა გაზაფხულამდე? კიდევ რამდენი შეკვრა აბგა__მარტოხელა მგზავრის საგზალი, კართან ჩამომდგარ გამზითვებულ დღეებს გავყურებ, ნიშნობამდე რამდენი დარჩა? რამდენი ღამე? და რამდენი მოსაყოლი კიდევ ამბავი... უკვე გაივსო ეს ბეღელი უძილობით. პირთამდე სავსე სულს ძლივს ითქვამს მუხის ამბარიც. ვის უნდა ახლა ნაფიქრალით გაბერილი სავსე ტომრები__ ხორბალეული, ბურღულეული და ფქვილეული? ქატო და შვრია, სიმინდის და პურის მარცვლები? ყველას ოხრად აქვს საკუთარი ჭვავის ყანები...
გარეთ თებერვლის უსახლკარო ქარები ქრიან, მარტოობის ქრიან გარეთ თეთრი ქარები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. კი, ირაკლი, იყო :) მადლობა.
ზღაპრადმოსულოო :* კი, ირაკლი, იყო :) მადლობა.
ზღაპრადმოსულოო :*
29. იმედია იყო ეს თავფურცელზე, თავის დროზე იმედია იყო ეს თავფურცელზე, თავის დროზე
28. მოგიკითხე მაგდალენა ბეი.:-*
მოგიკითხე მაგდალენა ბეი.:-*
27. "აფუებული ბალიშის ქვეშ"
"აფუებულ საბანში"
"ჩვენ სივრცეებში ვართ თანაბარი".
ჩემი მხურვალე სალამი! "აფუებული ბალიშის ქვეშ"
"აფუებულ საბანში"
"ჩვენ სივრცეებში ვართ თანაბარი".
ჩემი მხურვალე სალამი!
26. მადლობა, აინინა. მართლა არ დავფიქრებულვარ მაგაზე აქამდე. მადლობა, აინინა. მართლა არ დავფიქრებულვარ მაგაზე აქამდე.
25. არაჩვეულებრივი ძალით გამოტანილი მარტოობის ტკივილი! მართლაც ძლიერი ლექსია. ერთი რამ მხოლოდ-თებერვლის ქარი ვერ იქნება ხორშაკიანი, რადგან ხორშაკი ცხელ ქარს ნიშნავს არაჩვეულებრივი ძალით გამოტანილი მარტოობის ტკივილი! მართლაც ძლიერი ლექსია. ერთი რამ მხოლოდ-თებერვლის ქარი ვერ იქნება ხორშაკიანი, რადგან ხორშაკი ცხელ ქარს ნიშნავს
24. მერაბ, მადლობა. იმდენი სიმართლეა ახლა აქ (შენი კომენტარის მეორე ნაწილს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), რომ პირველზე მართლა დავფიქრდი. ვწერ კი?
მოქალაქე ხარ, შენ. ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო და თანამედროვე გაგებით ( რა ვიცი, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას). მერაბ, მადლობა. იმდენი სიმართლეა ახლა აქ (შენი კომენტარის მეორე ნაწილს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), რომ პირველზე მართლა დავფიქრდი. ვწერ კი?
მოქალაქე ხარ, შენ. ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო და თანამედროვე გაგებით ( რა ვიცი, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას).
23. იმას რასაც წერს ეს ავტორი წერს საკმაოდ კარგად. უბრალოდ მე არ ვარ ამ პოეზიასთან ახლოს. ჩემთან არ მოდის ახლოს. სულ მინდოდა ამ ამბის დაფიქსირება და დღეს ვთქვი რატომღაც. ნაწერს 5 ქულა. წარმატებები. იმას რასაც წერს ეს ავტორი წერს საკმაოდ კარგად. უბრალოდ მე არ ვარ ამ პოეზიასთან ახლოს. ჩემთან არ მოდის ახლოს. სულ მინდოდა ამ ამბის დაფიქსირება და დღეს ვთქვი რატომღაც. ნაწერს 5 ქულა. წარმატებები.
22. გამიხარდა თავფურცელზე...:-* გამიხარდა თავფურცელზე...:-*
21. მადლობა, ლევან :) მადლობა, ლევან :)
20. ბრავო!!!! ბრავო!!!! ბრავო!!!! ბრავო!!!! ბრავო!!!! ბრავო!!!!
19. სამყაროს მიღმა, :) რა ვიცი, აბა? გამეხარდა, თუ ასე თვლით. მადლობა. სამყაროს მიღმა, :) რა ვიცი, აბა? გამეხარდა, თუ ასე თვლით. მადლობა.
18. ძალიან ემოციური ლექსია ეს! თანა მკითხველამდე კარგად მოტანილი!
+5 ძალიან ემოციური ლექსია ეს! თანა მკითხველამდე კარგად მოტანილი!
+5
17. ჰოდა, ახლა კიდევ მოვუსმენ მაშინ მე, ძილის წინ... :)
ჰოდა, ახლა კიდევ მოვუსმენ მაშინ მე, ძილის წინ... :)
16. სმიტ, გოლფსტრიმ, ნათია, თანანა, ნეფერტარ, მადლობები თებერვლის ქარიანი ამინდებისგან. სად არის ნეფერტარ ვარდობისთვე? მართლა ტორნადო იყო აქ. ოღონდ ჩემს მიწაზე არა...:) სმიტ, გოლფსტრიმ, ნათია, თანანა, ნეფერტარ, მადლობები თებერვლის ქარიანი ამინდებისგან. სად არის ნეფერტარ ვარდობისთვე? მართლა ტორნადო იყო აქ. ოღონდ ჩემს მიწაზე არა...:)
15. გოგო, ძლივს გადავიარეთ ეს თებერვალი და შენ კიდევ მაისში მოგაქვს? :)
არა და ლექსი იყო და არის კარგი, მართლა...
გოგო, ძლივს გადავიარეთ ეს თებერვალი და შენ კიდევ მაისში მოგაქვს? :)
არა და ლექსი იყო და არის კარგი, მართლა...
14. ეგ "ნაფიქრალით სავსე ტომრები" ჩემს ფიქრებში ჩამოვცალე... ჩემო მაგდალენა ბეი, დარდიაო ლექსის დედა... რა ლამაზი პირმშო გამოსვლია...
ეგ "ნაფიქრალით სავსე ტომრები" ჩემს ფიქრებში ჩამოვცალე... ჩემო მაგდალენა ბეი, დარდიაო ლექსის დედა... რა ლამაზი პირმშო გამოსვლია...
13. მშვენიერია. მშვენიერია.
12. არაჩვეულებრივია. ვისიამოვნე... არაჩვეულებრივია. ვისიამოვნე...
11. ქალური პოეზია. კარგი გაგებით ქალური პოეზია. კარგი გაგებით
9. როგორ მიყვარს ეს ავტორი...:-* რა ლამაზად ჩამოფქვა ფიქრი ...555
როგორ მიყვარს ეს ავტორი...:-* რა ლამაზად ჩამოფქვა ფიქრი ...555
8. თეა, აღვადგინე ისევ შენთვის:), მაგრამ ისევ გარეთა ისრებით ისმინება მხოლოდ:) . არც ამისი გამეგება არაფერი...
მადლობა, ზღაპრადმოსულო, სანზონელო. თეა, აღვადგინე ისევ შენთვის:), მაგრამ ისევ გარეთა ისრებით ისმინება მხოლოდ:) . არც ამისი გამეგება არაფერი...
მადლობა, ზღაპრადმოსულო, სანზონელო.
7. მე-4 კომენტარი რომ ვნახე, კიდევ უფრო გამეხარდა, რომ მოსმენაც შევძელი წუხელ :)
მე-4 კომენტარი რომ ვნახე, კიდევ უფრო გამეხარდა, რომ მოსმენაც შევძელი წუხელ :)
6. ლამაზი მარტოობა გაქვს მაგდალენა ბეი.:) ლამაზი მარტოობა გაქვს მაგდალენა ბეი.:)
5. მაჯისცემასავითაა.ჩემი და ლექსის პულსაცია ერთნაირად ვიგრძენი კითხვის დროს5+ მაჯისცემასავითაა.ჩემი და ლექსის პულსაცია ერთნაირად ვიგრძენი კითხვის დროს5+
4. აუდიო არ ისმინება და არ ვიცი, რა არის, თუმცა კი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს წაითხულს. :)
აუდიო არ ისმინება და არ ვიცი, რა არის, თუმცა კი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს წაითხულს. :)
3. ჰო, არეულია ჩემსავით... მადლობა მუხა, თოლია :) ჰო, არეულია ჩემსავით... მადლობა მუხა, თოლია :)
2. ძალიან, ძალიან მომეწონა, რომელიმე სტროფის გამორჩევა ვერ შევძელი იმდენად მთლიანია, ძარღვიანი ფესევებგადგმული , აზრიანი ,მელოდიური. ბრავო! ძალიან, ძალიან მომეწონა, რომელიმე სტროფის გამორჩევა ვერ შევძელი იმდენად მთლიანია, ძარღვიანი ფესევებგადგმული , აზრიანი ,მელოდიური. ბრავო!
1. ჩამოიცრა ეს ლექსიც...
ლექსი კი არადა, დარდი, სევდა, ტკივილი...
"ვის უნდა ახლა ნაფიქრალით გაბერილი სავსე ტომრები__ ხორბალეული, ბურღულეული და ფქვილეული? ქატო და შვრია, სიმინდის და პურის მარცვლები? ყველას ოხრად აქვს საკუთარი ჭვავის ყანები..."
არეული რიტმიც როგორ მოუხდა სათქმელს.
ჩამოიცრა ეს ლექსიც...
ლექსი კი არადა, დარდი, სევდა, ტკივილი...
"ვის უნდა ახლა ნაფიქრალით გაბერილი სავსე ტომრები__ ხორბალეული, ბურღულეული და ფქვილეული? ქატო და შვრია, სიმინდის და პურის მარცვლები? ყველას ოხრად აქვს საკუთარი ჭვავის ყანები..."
არეული რიტმიც როგორ მოუხდა სათქმელს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|