ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2015


ი ს ვ ი ო ლ ი ნ ო (ექსკლუზივი, ექსპრომტად)

              ი ქ        ვ ი ო ლ ი ნ ო

წამოიწია  მზემ  საწოლიდან
თვალების  ფშვნეტით,, ზანტად,,  მოწყენით,               
მდინარის  ნაპირს,    მიაპყრო  თვალი,
სხივთა  საოცრად,  თბილი  მოლხენით.
ეძებდა , გუშინ,  ნაპირს,  მდგარ,  გოგოს,
გოგოს,  რომელსაც ,    შოკოლადისფრად                   
გარუჯულ  ტანზე , შვენოდა  ხალი,
რომელსაც,  დიდხანს,  სხვათა  მალულად
უკოცნა  ურცხვად,  ლერწამი  ტანი..
ახლაც,  ოქროფრად  დაფინა  ხალი
გაასკეცა  მცხუნვარე  ალი.
იარა  ნელა,  სვენებ-სვენებით,
თვალს  ალევინა ,  მდინარის  წყალი.
გამოხდა  ხანი.  მოხუჭა  თვალიც
და  ქარმა,  წამით,,  შემოურბინა,
ვიოლინოდან ,  კეკლუცი  ჩქამი .
გულში  ჩამწვდომი,  მკვნესარი,  წყნარი
როგორაც  გლოვა,  დაკარგულ  ქალის.
და  ნაზი,  ისე,  იმგვარად  მკრთალი,
ვით  ანგელოზთა  ფრთებიდან  ჩქამი.
ყარყუმის  ყელზე,  მეტად  ლამაზი,
იყო  მზის  სულის  უმწეო  ბზარი.
კვნესს    ვიოლინოს,  გრძნობებით  მთვრალი
ხმა  საოცარი,  სიმში  ჩამხვჩვალი.
აქ  ვიოლინო  და  თანაგრძნობა,
იყო,  იმ  გოგოს,  მზესთან,  მოხმობა.
მაგრამ,  სულ  ახლოს,  იმავ  ნაპირთან
მზეს,  არ  შეეძლო  გოგოს  დათმობა.
                                            4  მაისი.  2015წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები