ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2015


ისე რა

მოვდივარ ცხოვრებით ,,ისე რა"
ოცნების, ზღაპრების გარეშე,
დავეძებ ზეცა სად იწყება
მინდა რომ მიწაზე დავეშვე.

მე შენთვის ბევრი მაქვს სათქმელი
გამიგო როგორმე იქნება,
და მერე ავუშვათ აფრები
უფალმაც თუ ასე ინება.

მიმიღე ამჯერად ნიავი
შემინდე იმდღეს რომ გავქარდი
იცი შენც გოლგოთა იყავი
და ჩვეულ სავალ გზას არ გავდი.

მოწმეა ზეცაც და ეს მიწაც
მე, შენ და სიყვარულს გაღმერთებთ
შეგინდე რაც შენგან მეწყინა,
იქნებ შენც შემინდო ამ ერთხელ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები