ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 მაისი, 2015


უილიამ ბლეიკი - შენ არ გწამს

შენ არ გწამს - მე კი არ ვეცდები იცვალო აზრი,
გძინავს - ასევე გაღვიძებაც არ მსურს მძინარის;
იძინე! მანამ ტკბილ სიზმრებში მთვლემარ გონების,
შენ შეგიძლია წმინდა წყლების შესმა ცხოვრების.
ნიუტონი და მიზეზია სხვადასხვა რამე,
რადგან მერცხალიც და ბეღურაც ამას ხმიანებს.

„სასწაულია“ - თქვა მიზეზმა, შეეპარება
ნიუტონს ეჭვი;  შეიცნობა ამ გზით არსება!
„დაეჭვდი მუდამ, ცდის გარეშე ნურას იწამებ“:
ზუსტად ისაა, იგულისხმა რაც ქრისტემ ადრე,
ოდეს თქვა: „მხოლოდ გწამდეს, გწამდეს და უნდა ცადო!
ცადე, ცადე და არ ეძიო მიზეზი - რატომ!“

5 მაისი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://writersalmanac.publicradio.org/index.php?date=2011/07/31

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს